ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიშენი ექიმითებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება - რა არის ცნობილი ამ მოვლენის...

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

28 თებერვალს შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მერკური იმ ექვს პლანეტას შეურთდება, რომლებიც ცაზე უკვე ჩანან, – წერს BBC-ი.

„შეხედეთ ცას ნათელ ღამეს იანვარსა და თებერვალში და თქვენ სიურპრიზი დაგხვდებათ. ექვსი პლანეტა – ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ღამით ცაზე მოჩანან. თებერვლის ბოლოს მათ შეურთდება მერკური – ეს იშვიათი პლანეტების მწკრივში განლაგებაა, რომელიც ცაში მოჩანს“, – წერია სტატიაში.

ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. მათი თქმით, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი საკმაოდ კაშკაშა პლანეტებია და მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, მაშინ როდესაც ურანისა და ნეპტუნის დანახვა მხოლოდ ტელესკოპით არის შესაძლებელი.

„არის რაღაც განსაკუთრებული იმაში, რომ პლანეტებს შეუიარაღებელი თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა ჯენიფერ მილარდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, როდესაც პლანეტები თავისი ორბიტების მსგავს განლაგებაში აღმოჩნდნენ.

მეცნიერების ნაწილი გამოთქვავდა ვარაუდს, რომ პლანეტების ერთ მწკრივში განლაგებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დედამიწაზე, თუმცა უდიდესმა სამეცნიერო წრეებმა ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას ანელებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights