სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას...

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს და სწრაფი მოქმედება ექნება – წერს BBC-ი.

მეცნიერების განცხადებით, ახალი მეთოდი ექიმებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი სიმსივნის სახეობას ებრძოლონ ნაკლები გვერდითი მოვლენების განვითარებით, რაც ჩვეულებრივი რადიოთერაპიის დროს შეუძლებელია.

„არის იმედი, რომ ამ მოწყობილობების საშუალებით ტვინის სიმსივნის რთული ფორმების განკურნება იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია სტატიაში.

ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია არის ადგილი, სადაც მეცნიერები ადრონული კოლაიდერის განვითარებაზე მუშაობენ, რომელიც ენერგეტიკული ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელია მსოფლიოში. დიდი ადრონული კოლაიდერი ზეგამტარი მაგნიტებისგან შემდგარი 27-კილომეტრიანი რკალია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მდებარეობს.

CERN-ის მთავარ მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს “ღმერთის ნაწილაკად” წოდებული ჰიგსის ბოზონი. ეს ელემენტარული ნაწილაკია, რომელიც გარკვეულწილად, სამყაროს რაობას ხსნის, თუმცა ბოლო წლებში CERN-ს ინტერესის ახალი ობიექტი აქვს – რადიოთერაპია, რომელსაც სიმსივნის მკურნალობის დროს იყენებენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "გრიპის ვაქცინაცია საქართველოში: სიცოცხლის გადამრჩენი უფასო დაცვის პროგრამა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights