ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარისამინისტრომხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი...

მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას, ლენა ნანუშიანს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტებს.

თეა გიორგაძემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. ისაუბრეს საქართველო-სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights