By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა – ინფიცირებულთა 80%-ში სიმპტომები არ ვლინდება

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: იანვარი 16, 2025 2:09 pm
ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
6 წუთიანი წაკითხვა
ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა
#post_seo_title

ლასას ცხელება

1.ზოგადი მიმოხილვა – ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა. ამჟამად არსებული მონაცემებით, ენდემიურია დასავლეთ აფრიკის შემდეგ ქვეყნებში: ბენინი, განა, გვინეა, ლიბერია, მალი, სიერა ლეონე, ნიგერია. სავარაუდოა ვირუსის არსებობა დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც.

ლასას ვირუსით ინფიცირებულთა 80%-ში სიმპტომები არ ვლინდება, მეხუთედში კი  ვირუსი აზიანებს ღვიძლს, ელენთას, თირკმელებს და დაავდება მიმდინარეობს მძიმედ. გამოსავალი ლეტალურია დაავადებულთა 1%-ში და ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 15%-ში. დროულად დაწყებული რეჰიდრატაცია და სიმპტომატური მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს.

საქართველოში ლასას ცხელების არც ერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.

 2. გამომწვევი აგენტი – ლასას ვირუსი მიეკუთვნება არენავირუსებს. სეროლოგიურად ენათესავება ლიმფოციტურ ქორიომენინგიტის (Old World arenavirus group) და Machupo, Junin, Guanarito, Sabia ვირუსებს (New World arenavirus group).

 3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები –  ლაბორატორიის მუშაკები, სამედიცნო პერსონალი და ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ლასას ცხელების მქონე პირის მოვლას, არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, რადგანაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ისინი კონტაქტში შევლენ დაავადებული პირის სისხლთან და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან; ადამიანებში დაავადების გარცელება შეიძლება აგრეთვე მოხდეს დავადებულ მღრღნელთან ან მათ გამონაყოფებთან კონტაქტით.

 4. რეზერვუარი – დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი გარეული მღრღნელებია, კერძოდ დასავლეთ აფრიკაში მობინადრე Mastomys სახეობის თაგვი.

 5. გადაცემის გზები – ლასას ვირუსისპირველადი გადაცემა ხდება აეროზოლით ან უშუალო კონტაქტით ინფიცირებული მღრღნელის ექსკრემენტებთან ან დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ლაბორატორიასა და საავადმყოფოში შესაძლებელია ინფექციის გადაცემა კონტამინირებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტით ან ავადმყოფის ფარინგეულ სეკრეტთან და შარდთან კონტაქტისას; ასევე შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტისას ლასას ცხელებისაგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცთან.

 6. ინკუბაციური პერიოდი – 6-21 დღე.

 7.გადამდებლობის პერიოდი – ვირუსის გამოყოფა ხდება მწვავე ფებრილურ ფაზაში სეკრეტებითა და ექსკრემენტებით. შარდში ვირუსის გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს დაავადებიდან 3-9 კვირის განმავლობაში, სათესლე ჯირკვლებში კი 3 თვემდე.

 8.მიმღებლობა – საყოველთაოა. იმუნიტეტის ხანგძლივობა დაავადების გადატანის შემდეგ უცნობია.

 9.კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები :

ü  აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა;

ü  გარეულ მღრღნელებთან კონტაქტისგან თავის არიდება. საცხოვრებელისა და საკვები პროდუქტების შესანახი სათავსოს დაცვა მღრღნელების შეღწევისავან;

ü  სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისგან თავის არიდება;

იმ რიტუალებისგან თავის არიდება, რომლებიც ითვალისწინებენ გვამთან შეხებას;

ü  იმ სამედიცინო დაწესებულებებისგან თავის არიდება, სადაც ლასას ცხელებით დაავადებულ პირებს მკურნალობენ;

ü  იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება ცხელება, სიმშრალე ყელში, ხველა, ზოგადი სისუსტე, თავისა ტკივილი, პირღებინება, დიარეა, მიალგია, ტკივილი მკერდისა და მუცლის არეში, სახის შეშუპება, სითხე ფილტვებში, სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან, გასტრო-ინტესტინური ტრაქტიდან,  სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. ექიმთან მიმართვამდე მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტი;

ü  ეპიდაფეთქების ზონიდან დაბრუნების შემდეგ, 21 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაძლო კონტაქტი ჰქონდა სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან;

 ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას, ჯანდაცვის მუშაკი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც უკვე  ლასას ცხელების დადასტურებულ შემთხვევასთან, რომელიც მოიცავს:

ü  შესაძლო შემთხვევის მოთავსება უნდა მოხდეს ცალკე ოთახში ან იმ ტერიტორიაზე, სადაც მოთავსებულები არიან სხვა შესაძლო შემთხვევები. ეს უნდა მოხდეს იზოლირებულად იმ პაციენტებისგან, რომელთაც უკვე დადასტურებული აქვთ ლასას ცხელება;

ü  დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეტყობინება  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში;

ü  უნდა მოხდეს ყველა პირის მოკვლევა, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა საეჭვო პაციენტთან ან მის გამონაყოფებთან და უნდა განხორციელდეს მონიტორინგი იდენტიფიცირებულ კონტაქტებთან (ცხელება და ადრეული სომპტომები); უნდა მოხდეს ნარჩენების დატოვება იზოლირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ მოხდება მათი დეკონტამინაცია შესაბამისი წესების დაცვით, მათ შორის სასაზღვრო პუნქტზე;

ü  პაციენტის ნიმუშის მიწოდება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საშიში ტვირთის ტრანსპორტირების საერთაშორისო პროცედურების დაცვით.

 

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

პაციენტის განთავსება

  • პაციენტი უნდა განთავსდეს იზოლირებულად ცალკე დახურულ პალატაში, რომელსაც ექნება ცალკე სველი წერტილი, სასურველია აღჭურვილი იყოს უარყოფითი წნევის მოწყობილობით;
  • მინიმუმამდე უნდა შეიძღუდოს პაციენტთან შემსვლელთა რიცხვი და იწარმოოს მათი სია.

სამედიცინო მუშაკებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა:

  • პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს სულ მცირე აუცილებლად უნდა ეკეთოს: ხელთათმანი, უნდა ეცვას უნიფორმა (სითხის გაჟონვისგან დაცული და ჰერმეტული), თვალის დამცავი საშუალება და პირზე ასაფარებელი ნიღაბი;
  • პირადი დაცვის აღჭურვილობა (PPE) უნდა შეიცავდეს (სისხლის, ლორწოს, ნარწყევის ან ფეკალური ნაწილაკებთან კონტაქტის შემთხვევაში) ორმაგ ხელთათმანებს, ერთჯერად ბახილებს და რეზინის შესაბამის ფეხსაცმელს;
  • სამედიცინო მუშაკებმა ხშირად უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ, მ.შ. ხელთათმანების.

პაციენტის მოვლის აღჭურვილობა:

  • პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენება ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობები;
  • მრავალჯერადი მოწყობილობები რომლებიც დეზინფიცირდება;
  • ნემსის და წვეტიანი იარაღების ლიმიტირებული გამოყენება;
  • ყველა გამოყენებული ნემსი თუ წვეტიანი იარაღი უნდა იყოს განსაკუთრებულად უსაფრთხოდ უტილიზებული (ერთჯერად – დახურულ კონტეინერებში)
  • არ უნდა იქნას გამოყენებული აეროზოლების წარმომქმნელი პროცედურები.

ტრანსპორტირება

  • ლასას ცხელებით დაავადებული ადამიანის გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით, როგორიცაა სათანადოდ აღჭურვილი თვითმფრინავი (საჰაერო სასწრაფო დახმარების თვითმფრინავები)/სათანადოდ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანა.

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – Mastomys სახეობის თაგვების რიცხოვნობის მატებისას იზრდება მათი საცხოვრებელ სახლებში შეღწევის ალბათობა და შესაბამისად მატულობს დაავადების რისკიც.

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები – ლასას ცხელება ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ამ დაავდებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.

#drpkhakadze #აქხარისხია
FacebookTwitter
TAGGED:ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

დონაცია - რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
ენციკლოპედია

დონაცია – რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ტყვიით მოწამვლის სიმპტომები
ენციკლოპედია

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
გენდერული თანასწორობა და თამბაქო – 10 ფაქტი
ენციკლოპედია

100-ზე მეტი მიზეზი თამბაქოს მოწევაზე თავის დანებებისათვის

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე,
ენციკლოპედია

ჩიკუნგუნიას ცხელება – საქართველოში ჩიკუნგუნიას არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
[Ruby_E_Template id="4276"]
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account