ჩინეთში სეზონური გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების (RSV, HMPV, COVID-19) შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა. რესპირატორული ვირუსების შემთხვევების ზრდა ზამთრის სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა მოდის სეზონურ გრიპზე.
HMPV – ადამიანის მეტაპნევმოვირუსი არ არის ახალი ვირუსი, იგი პირველად 2001 წელს დაფიქსირდა. HMPV ძირითადად ცირკულირებს ზამთარსა და გაზაფხულზე და ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები.
HMPV-ის და სხვა ვირუსული დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად:
– დარჩით სახლში, თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ
– ატარეთ პირბადე ხალხმრავლობაში
– ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით ან დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით.
– პერიოდულად გაანიავეთ სივრცე, სადაც იმყოფებით
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. რესპირატორული ინფექციების გავრცელება ჩინეთში [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/01/08/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91/
sheniekimi.ge
