კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიშენი ექიმიჩინეთი ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშეა

ჩინეთი ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშეა

Covid-ის კრიზისიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთი ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV) სწრაფად ვრცელდება, რაც იწვევს გრიპის და COVID-19-ის მსგავს სიმპტომებს. ჩინეთიდან მომდინარე ახალი საფრთხის შესახებ უცხოური მედია წერს.

სამედიცინო ჩანაწერებიდან და სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორები ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოები და კრემატორიუმები გადატვირთულია. ონლაინ გაზიარებულ ვიდეოებში ჩანს ხალხმრავალი საავადმყოფოები, ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ ცირკულირებს მრავალი ვირუსი, მათ შორის გრიპი A, HMPV, Mycoplasma pneumoniae და Covid-19.

ცნობილია, რომ HMPV იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ასევე შეიძლება გამოავლინოს Covid-19-ის მსგავსი სიმპტომებიც. ჯანდაცვის წარმომადგენლები აკვირდებიან ვირუსის გავრცელების მასშტაბს.

ჩინეთში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა Reuters-ის ახალი ამბების განყოფილებაც. მედიის ცნობით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ორგანომ პარასკევს განაცხადა, რომ ის გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიის მონიტორინგს იწყებს, შემთხვევები სავარაუდოდ, გაიზრდება ზამთარში. დაგეგმილია შეიქმნას სპეციალური პროტოკოლები უცნობი პათოგენების გამოსავლენად.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „ამ ეტაპზე პიკურ პერიოდში ვიმყოფებით“ - ალექსანდრე გოგინავა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights