სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორ აინფიცირებს ვირუსი უჯრედებს - ვიდეო

როგორ აინფიცირებს ვირუსი უჯრედებს – ვიდეო

ვიცით, რომ ჩვენს ორგანიზმში შემოჭრისას ვირუსი უჯრედებს აინფიცირებს, მაგრამ როგორ გამოიყურება ეს პროცესი? ასეთი მიკროსკოპული „სანახაობის” გადაღება მარტივი არაა, მაგრამ ტოკიოს მეცნიერებათა უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა მისი დაფიქსირება მაინც შეძლეს.

ამისთვის მათ გიგანტური პათოგენი გამოიყენეს, რომლის აღბეჭდვაც შედარებით მარტივია, რადგან სხვა ვირუსები ზედმეტად პატარა ზომისაა. მას მიმივირუსი ეწოდება და დაახლოებით 750 ნანომეტრი დიამეტრი აქვს. რა თქმა უნდა, ამგვარ ნაწილაკს შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავთ, მაგრამ ოპტიკური მიკროსკოპით კარგად ჩანს.

იმის გადასაღებად, თუ როგორ აინფიცირებს ის უჯრედს, მეცნიერებმა მიმივირუსის სამიზნედ ამება Acanthamoeba castellanii აირჩიეს. ეს და სხვა მსგავსი სახეობები გარემოში საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მათი გადაღებაც არაა მარტივი, რადგან სითხეში მოთავსებისას სულ მოძრაობაში არიან.

ამ დაბრკოლების გადასალახად სპეციალისტებმა ისინი აგარში გაზარდეს, რომელიც ჟელეს მსგავსი სქელი სტრუქტურისაა და მიკრობიოლოგიური კვლევებისთვისაც ხელსაყრელია. შედეგად, მეცნიერებმა უჯრედზე ვირუსის შეტევის კადრები მიკროსკოპით რეალურ დროში წარმატებით აღბეჭდეს.

„მსოფლიოში პირველად, წარმატებით შევძელით უწყვეტი ვიზუალიზაციით გვეჩვენებინა ის, თუ რა ხდება ვირუსული დაინფიცირებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათ შორისაა ვირუსის გავრცელება, უჯრედიდან მისი გამოყოფა და ამ პროცესში უჯრედის სიკვდილი”, – აცხადებენ ავტორები.

ისინი იმედოვნებენ, რომ ამ კადრებს სასწავლო დაწესებულებებში გამოიყენებენ, რათა მოსწავლეებს აღნიშნული მიკრობიოლოგიური პროცესი და ვირუსების მახასიათებლები უკეთ გააცნონ. მათი ნაშრომი გამოცემაში Microbiology & Biology Education გამოქვეყნდა.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მზეზე პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights