სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაკითხი ეხება მოქმედი კანონით განსაზღვრული თარიღის გადავადებას

საკითხი ეხება მოქმედი კანონით განსაზღვრული თარიღის გადავადებას

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

საკითხი ეხება მოქმედი კანონით განსაზღვრული თარიღის გადავადებას.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, კანონპროექტი „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის – 2024 წლის 1 დეკემბერი – შეცვლას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებები (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), ვალდებული იქნებიან, ნაცვლად 2024 წლის 1 დეკემბრისა, 2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ ამავე კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. აღნიშნული მიდგომის პარალელურად, ცვლილებები ასევე შეეხება თანმდევი ღონისძიებების პროპორციულ გადავადებას.

მომხსენებლის განცხადებით, თარიღის გადავადება აუცილებელია იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორი უკეთ მოემზადოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რიმა ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.

საკითხი ეხება მოქმედი კანონით განსაზღვრული თარიღის გადავადებას | sheniekimi.ge | შენი ექიმი
ფოტო საქართველოს პარლამენტი
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights