თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა როგორც მოზრდილებში, ასევე მოზარდებში. არაერთი შინაურული თუ სააფთიაქო საშუალების მიუხედავად, ექიმები გვეუბნებიან, რომ უშუალოდ თმის ცვენის სამკურნალო შამპუნები არ არსებობს. საჭიროა გაირკვეს ცვენის მიზეზი, რისთვისაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ ანალიზების გაკონტროლებაა საჭირო:
ყველაზე მთავარი ნივთიერება ცილაა. ის პასუხისმგებელია ჩვენი თმის სტრუქტურაზე. ამიტომ საჭიროა ავიღოთ საერთო ცილის ანალიზი.
შემდეგ ვამოწმებთ რკინას. ეს არიოს ჩვენი თმებისთვის წვდომა ჟანგბადზე. აქვე ვიღებთ სისხლის საერთოს და ფერიტინის ანალიზს, რათა გამოვრიცხოთ ანემია.
აუცილებლად უნდა შემოწმდეს D ვიტამინი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი თმის სიმკვრივეზე.
Sheni Network
ასევე საჭიროა თუთიის ანალიზი, რომელიც პასუხისმგებელია თმის ცვენასა და მის ხარისხზე.
მართალია, თმის ცვენა არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობას, მაგრამ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. რომელი ანალიზებია საჭირო თმის ცვენის დროს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/12/05/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d/
sheniekimi.ge
