ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
უსაფრთხო და ხარისხიანი საექთნო საქმიანობის ძირითადი კომპონენტები
ამ თავში თქვენ შეისწავლით:
• IOM-ის (მედიცინის ინსტიტუტი) კომპეტენციების განსაზღვრას, ამ ორგანიზაციის ექვსი
მიზნის მონახაზის გაკეთებასა და ამავე ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული 21-ე საუკუნის ჯანდაცვის 10 წესის ანალიზს;
• IOM-ის მიერ შემუშავებულ კომპეტენციებსა და QSEN-ის მიერ (Quality and Safety
Education for Nurses – ექთნების სწავლება ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართულებით) შემუშავებულ ძირითად კომპეტენციებს შორის სხვაობის ანალიზს;
• საექთნო საქმიანობის თითოეული ძირითადი კომპეტენციის ფუნდამენტური მახასიათებლების განსაზღვრასა და აღწერას;
• პაციენტზე ორიენტირებული უსაფრთხო და ხარისხიანი მკურნალობისათვის აუცილებელი ეფექტური საექთნო ლიდერობისა და მართვის მნიშვნელობის განხილვას;
ყველა დონეზე ექთნები წარმოადგენენ ლიდერებს პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. თითოეულ ექთანს, როგორც ინტერდისციპლინური გუნდის წევრს, უნდა შევასწავლოთ პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის ასპექტები. ამისთვის აქცენტი უნდა
გავაკეთოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკაზე, ხარისხის გაუმჯობესების მიდგომებზე, ინფორმატიკასა და უსაფრთოხებაზე (Cronenwerr et al., 2007. Greiner & Knebel, 2003).
თანამედროვე მოძრაობა პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულებით დაიწყო 2000 წელს, როდესაც IOM-მ გამოაქვეყნა მისი საეტაპო ანგარიში „შეცდომის დაშვება ადამიანურია: ვაშენოთ უფრო უსაფრთხო ჯანდაცვა“ (To Err Is Human: Building a Safer Health System p Kohn, Corrigan & Donaidson, 2000). ამ პუბლიკაციით დაიწყო ჯანდაცვაში ხარისხისა და უსაფრთხოების ძიება, რამაც, საბოლოოდ, მოგვიყვანა კიდეც დღევანდელ დღემდე. 2003-ში IOM-მ გამოაქვეყნა სტატია ჯანდაცვის პროფესიონალების სწავლება: ხიდი ხარისხისაკენ (Health Professions Education: A bridge to Quality – Creiner & Knebel, 2003), რომელიც განსაზღვრავს ხუთ ძირითად კომპეტენციას ჯანდაცვის ყველა პროფესიონალისთვის. IOM-ს აღნიშნული ანგარიშის საპასუხოდ, QSEN-მა 2005 წელს სპეციალური ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიზანიც იყო საექთნო სპეციალობის ძირითადი კომპეტენციების განსაზღვრა.
ეს თავი წარმოადგენს მთელი წიგნის საფუძველს და განიხილავს IOM-ის მიერ ყველა სპეციალობისთვის დადგენილ ძირითად კომპეტენციებს და ამ კომპეტენციების QSEN-ის მიერ საექთნო სპეციალობისთვის ადაპტირებულ ვარიანტს. ამ თავში განხილული იქნება თითოეული კომპეტენციის ფუნდამენტური ელემენტები, ლიდერი და მენეჯერი ექთნებისთვის დახმარების გაწევის მიზნით.
202306071649-saeqtno_lideroba_da_martva_dd
მასალის გამოყენების პირობები