ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

0
31
ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა საექთნო მართვა
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა საექთნო მართვა

ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ანატომია და ფიზიოლოგია
სქესობრივი განვითარება
სქესობრივი განვითარება იწყება ჩასახვიდან, მას მერე, რაც გენეტიკური სქესი განისაზღვრება კვერცხუჯრედის და სპერმის გაერთიანებით. ბავშვობის პერიოდში სქესობრივი ორგანოები არააქტიურია და სქესობრივი მომწიფების პერიოდში აქტიურდება.
პრენატალური განვითარება დედის კვერცხუჯრედი ატარებს ერთ X ქრომოსომას, ხოლო მამის სპერმატოზოდი კი X ან Y ქრომოსომის მატარებელია. თუ X ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს შთამომავლობის გენეტიკური სქესი იქნება მდედრობითი, ხოლო თუ Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, გენეტიკურად მამრობითი სქესის შთამომავალს მივიღებთ.
მიუხედავათ იმისა რომ გენეტიკური სქესი განისაზღვრება ჩასახვის დროს, მამრობითი და
მდედრობითი ნაყოფის რეპროდუქციული სისტემა სქესობრივად არადიფერენცირებულია პრენატალური პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში. მეშვიდე კვირას განსხვავება მდედრობითსა და მამრობითს შორის ჩნდება შინაგან სტრუქტურებში. გარეთა გენიტალიები ერთნაირია მეცხრე კვირამდე, სანამ გარეთა სტრუქტურების ცვლილება დაიწყება. გესტაციური ასაკის მე-12 კვირას გარეთა სქესობრივი ორგანოების დიფერენციაცია დასრულებულია. პრენატალური სქესობრივი განვითარების ძირითადი ტენდენცია მდედრობითი სტრუქტურაა.
Y ქრომოსომის მცირე ნაწილის არსებობა ცვლის ამ ტენდენციას და მიმართავს ადრეულ
(პრიმიტიულ) სქესობრივ უჯრედებს რომ ჩამოყალიბდეს სათესლეებად. Y ქრომოსომის, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის არ არსებობის შემთხვევაში, პრიმიტიული სქესობრივი უჯრედები გააგრძელებს საკვერცხეებად ჩამოყალიბების კურსს.
ნაყოფის განვითარების პერიოდში საკვერცხეები და სათესლეები გამოყოფს პირველად ჰორმონებს, რომლებიცაა ესტროგენი და ტესტოსტერონი.
ტესტოსტერონი განაპიროებებს მამრობითი სქესობრივი ორგანოებისა და გარეთა გენიტალიების განვითარებას, ხოლო მისი არ არსებობა კი მდედრობითი სქესობრივი მახასიათებლების შედეგს გვაძლევს. მიუხედავათ იმისა რომ ესტროგენი გამოიყოფა ნაყოფის საკვერცხეების მიერ, ეს ჰორმონი არ არის საჭირო მდედრობითი სქესობრივი სტრუქტურების განვითარების დასაწყებად.
ბავშვობა მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჯირკვლები არააქტიურია ჩვილობისა და ბავშვობის პერიოდში. სქესობრივი მომწიფების დროს ჰიპოთალამუსი ასტიმულირებს წინა ჰიპოფიზს, რომელიც გამოიმუშავებს მასტიმულირებელ ჰორმონებს, რომლებიც ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლების მიერ სასქესო ჰორმონების გამოყოფას.

202306070740-ორსულთა-მშობიარეთა-და-მელოგინეთა-საექთნო-მართვა

ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა საექთნო მართვა - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ