ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმირა იწვევს ამ პრობლემას, რა არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი? - ძირითადი სიმპტომები,...

რა იწვევს ამ პრობლემას, რა არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი? – ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ

✅საშარდე გზების ინფექცია ქალებში

✅რა არის ცისტიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი?

✅ცისტიტის სიმპტომები 

საშარდე გზების ინფექცია უროლოგიაში ერთ-ერთი აქტუალური და გავრცელებული პრობლემა გახლავთ. ეს ბაქტერიული ინფექცია ხშირად ქალებში გვხვდება, რადგან მათი ანატომია ხელსაყრელია ბაქტერიების გავრცელებისთვის. 1/86 შეფარდების მიხედვით, ქალები უფრო ხშირად ებრძვიან საშარდე გზების ინფექციებს, ვიდრე მამაკაცები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერია, რომელსაც ეს პრობლემები იწვევს, ნაწლავის ჩხირია. ეს ე.წ. გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციაა. თუ საქმე მთელ რიგ უროლოგიურ პრობლემებთან გვაქვს, სტენტი დგას, კათეტერი დგას, კენჭებია და მოშარდვის დარღვევაა – ეს პრობლემები ქალებშიც და მამაკაცებშიც თანაბრდება. მაგრამ, სხვა შემთხვევაში ქალები გაცილებით არასახარბიელო მდგომარეობაში არიან და ამის უპირველესი მიზეზი მათი ანატომიაა. მოკლე შარდსადენი მილი, მისი სიახლოვე ისეთ „დაბინძურებულ“ გარემოსთან, როგორიცაა პერიანალური ზონა, საშოს შესასვლელი ზონა და პერიურეთრალური ზონა, სადაც კეთილ და ბოროტ ბაქტერიებს შორის ძალიან დიდი “ბრძოლა” მიმდინარეობს.
უროლოგი, ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შარდის შეუკავებლობის ექსპერტი ალექსანდრე ხელაია გადაცემაში “იმუნიტეტი” საშარდე გზების ინფექციებსა და იმ ძირითად სიმპტომებზე საუბრობს:

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალებში საშარდე გზების ინფექციების გაზრდილ რისკთან არის მათი მოკლე შარდსადენი მილი, რომელიც პერიანალური ზონასთან და საშოსთან ახლოს მდებარეობს. ეს არქიტექტურული თავისებურება ქმნის პირობებს, სადაც ნაწლავის ჩხირი იძენს შარდსადენ მილში გადასვლის შესაძლებლობას და ინფექციის გავრცელებას.

არაერთი ფაქტორი ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციის განვითარებას, მათ შორის სქესობრივი ცხოვრება, რომელიც საშოს ფლორის ცვლილებას იწვევს და ხელს უწყობს ბაქტერიის გამრავლებას. ამ პროცესის დროს გამწვავება ხშირად ხდება, და ინფექცია გადადის შარდსადენ მილში.

სიმპტომები:

  • გახშირებული შარდვა
  • ტკივილი და წვა მოშარდვის დროს
  • ტკივილი შარდის ბუშტის მიდამოში
  • შარდის სუნის ცვლილება (მძაფრი და სპეციფიკური სუნი)
  • თირკმელების ანთება (წელის ტკივილი, ცხელება, ოფლიანობა, მაჯის წნევის ცვლილება)

დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტის მიზეზები: თუ შეამჩნევთ შარდის სუნის ცვლილებას ან სხვა სიმპტომების გაუარესებას, უმჯობესია, სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

  „ახალი ვირუსით დაინფიცირებული 26 შემთხვევიდან 8 ფატალურად დასრულდა“

ორსულობისას საშარდე გზების ინფექციები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას გაკონტროლებული. ორსულობის დროს შარდსაწვეთების შეკუმშვადობა იცვლება, რაც ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს.

საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა დროული დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, წარმატებით ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია არ მიატოვოთ ეჭვები და დაუყოვნებლივ მიმართოთ უროლოგს.

ზოგადად, საშარდე გზების ინფექციები ამბულატორიულ-უროლოგიურ პრაქტიკაში, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. ამის ძირითადი მიზეზი არის ის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ნაწლავში იწყება. საშარდე გზების გამომწვევი ნომერ პირველი ბაქტერია ნაწლავის ჩხირია. ნაწლავის ჩხირი ნაწლავში ბინადრობს, ცხოვრობს და რაღაც გარკვეული ფუნქცია-მოვალეობა აქვს. მაგრამ, აღნიშნული ბაქტერია განიცდის მუტაციას. ხშირად ეს შეიძლება, გენეტიკურიც იყოს. ახალგაზრდა გოგონასთან ეს პრობლემა რომ იწყება, შესაძლოა, დედასთან, ბებიასთან, დეიდასთანაც იყო.

როდესაც აღნიშნული ბაქტერიის მუტაცია მოხდება, ის ნაწლავიდან მოძრაობას იწყებს. გამოდის გარეთ, პერიანალურ ზონაში, გაივლის საშოს და შარდსადენ მილთან ახლოსაა. რაღაც მომენტში, ის იქ გაჩერდება და შემდეგი რამ იწყება: გოგონა სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას იწყებს. რა თქმა უნდა, მანამდეც შეიძლება, 1-2 გამწვავება იყოს. მაგრამ, სქესობრივი ცხოვრების დროს უფრო აქტიურდება. სქესობრივი ცხოვრება საშოს ფლორას ძალიან ცვლის. საშოს ფლორის შეცვლა ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის ზრდას განაპირობებს და ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება, გადავიდეს, შარდსადენი მილია. შემდეგ უკვე საშარდე გზების ინფექცია გვეწყება.

უხშირესი სიმპტომებია: გახშირებული შარდვა, წვა, ტკივილი მოშარდვის დროს და ტკივილი შარდის ბუშტის საპროექციო მიდამოში. ეს ძირითადი გამოვლინებაა. თუ ეს პროცესი შარდის ბუშტის პრობლემითაა შემოფარგლული, ტემპერატურული რეაქცია არ გვაქვს. ხოლო, თუ ანთებით პროცესში თირკმელიცაა ჩართული, მაშინ შესაძლოა, წელის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, ოფლიანობა, მაჯის წნევის დაცემა ან პირიქით, მატება აღინიშნებოდეს.

სიმპტომებიდან კიდევ ერთ დეტალს გამოვყოფდი – შარდმა შეიძლება, სუნი შეიცვალოს და სპეციფიკური, მძაფრი სუნის მატარებელი გახდეს. მეტიც, შესაძლოა, პრობლემა სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ერთადერთი ნიშანი შარდის სუნის შეცვლა იყოს. როდესაც შარდს სპეციფიკური სუნი აქვს, ამ დროს ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და ექიმს მივმართოთ.

  ვინ აკეთებს ოპერაციას რობოტი თუ ქირურგი?

ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს პრობლემა ელოდება ისეთ ფიზიოლოგიურ მოვლენას, როგორიცაა ორსულობა. ორსულობის დროს არაერთი ფიზიოლოგიური ცვლილებაა, შარდის გამოდინების დაყოვნება ნაყოფის ზეწოლის გამოა, შარდსაწვეთების შეკუმშვადობა უფრო ნაკლები. ეს ბაქტერიაც ასეთ წვრილმან დეტალებს ელოდება და მერე უკვე ვლინდება.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights