აივ ინფექციის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა

0
38
აივ ინფექციის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა
#post_seo_title

ექსპოზიციამდელი (პრეექსპოზიციური) პროფილაქტიკა (პრეპ) წარმოადგენს აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატის ტენფოვირ/ემტრიციტაბინის (TDF/FTC 300/200 მგ) გამოყენებით აივ ინფექციის პრევენციის მეთოდს აივ ინფექციისადმი განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.

პრეპ ინიშნება აივ-ით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე მოზრდილებში, რომლებსაც ახასიათებთ რეგულარული სარისკო სქესობრივი და სხვა სახის ქცევა.

პრეპ ინტერვენციაა, რომელიც გამოირჩევა აივ ინფიცირებისგან დაცვის მაღალი ხარისხით, თუმცა არ უზრუნველყოფს დაცვას სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, შესაბამისად პრეპ გამოიყენება კომბინაციაში სხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად.

PrEP რეკომენდებულია აივ ნეგატიურ მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ) და ტრანსგენდერ ქალებში, რომლებიც რეგულარულად არ გამოიყენებენ კონდომებს შემთხვევით პარტნიორებთან ან აივ პოზიტიურ პარტნიორებთან, რომლებიც არ იღებენ ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს. ახლო წარსულში სქესობრივი გზით გადამდები დაავადების არსებობა, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის გამოყენება ან სექსის პრაქტიკა ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ შესაძლოა, განხილულ იქნას დაინფიცირების მაღალი რისკის მარკერებად.

PrEP შესაძლოა, განხილულ იქნას აივ ნეგატიურ ჰეტეროსექსუალ ქალებსა და კაცებში, რომლებიც არ გამოიყენებენ კონდომებს რეგულარულად და ყავთ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორები, რომელთა ნაწილი მაღალი ალბათობით აივ ინფიცირებულია.

PrEP ინტერვენციის პრინციპები

   
 

აივ ინფექციით ინფიცირების მნიშვნელოვანი რისკების დადგენა

აივ დადებითი სქესობრივი პარტნიორი;

სქესობრივი გზით გადამდები დაავადების ისტორია;

სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა;

კონდომის არ გამოყენების ისტორია;

კომერციული სექს მუშაობა;

ინექციური ნარკოტიკების მოხმარება;

ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენება სქესობრივი სტიმულირებისათვის;

 

კლინიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება

პრეპ-ის დანიშვნამდე დოკუმენტირებული აივ ნეგატიური სტატუსი;

მწვავე აივ ინფექციის სიმპტომების არ არსებობა;

თირკმლების ნომრალური ფუნქციონირება;

B ჰეპატიტის დოკუმენტირებული ნეგატიური სტატუსი და ვაქცინაცია;

მედიკამენტის დანიშვნა ყოველდღიური, ორალური დოზა, არაუმეტეს 90 დღისა
 

 

სხვა მომსახურებები

განმეორებითი ვიზიტები სულ მცირე 3 თვეში ერთხელ, შემდეგი დანიშნულებით;

აივ ტესტირება; სგგი სიმპტომების შეფასება; B და C ჰეპატიტების ტესტირება; სიფილისის ტესტირება; გვერდითი მოვლენების მართვა; დამყოლობის კონსულტირება; რისკის შემცირების კონსულტირება;

ასევე, 6 თვეში ერთხელ თირკმლის ფუნქციების შეფასება და სგგი ტესტირება;

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ