მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმებზე „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დიარჯი” სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში, სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი როლი უკავია.
შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებისთვის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა სამუშაო ფორმატში აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.