სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება

ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება

ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ცვლილებები სექტორთან თანამშრომლობისა და მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე ხორციელდება.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 60 სამუშაო დღე გახლავთ განსაზღვრული პერიოდი, როდესაც ინსპექტირება უნდა განხორციელდეს, კლინიკების მიერ მოწოდებული ანგარიშგებისა. სამინისტროს აქვს გეგმა, რომ ეს პროცესი გახდეს კიდევ უფრო ხანმოკლე, ამისთვის არსებობს გარკვეული ოპტიმიზაციის გეგმა და არსებობს შესაძლებლობა, რომ ვადა კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, ეს პერიოდი დაყვანადი იქნება – 45 დღემდე. შევეცდებით ეს ასე იყოს. უახლოეს დღეებში, აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტ დეტალს შეიტყობთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებები, კოვიდ პანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმებისგან განთავისუფლდებიან.

„ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვუსმინოთ კლინიკებს და ვეცადოთ, რომ ყველა ისეთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს დაკმაყოფილებადი, გაზიარებული, მხედველობაში მიღებულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან. ამის დემონსტრირება გახლავთ, ამ შემთხვევაში, ეს ინიციატივა. გარკვეული ნაწილის და ესაა 20% გადახდის შემთხვევაში, კლინიკებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ შეღავათი. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება თვითონ კლინიკებისთვის, რომ მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე, უკეთესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. უმჯობესია, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები ხმარდებოდეს პაციენტის უფლებებს“ , – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ღმერთის მიერ  გამოგზავნილი“ - უკვდავების წყალი ჩვენს რეალობაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights