სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძემ, ზუგდიდში, დასაქმების ფორუმი გახსნა

მიხეილ სარჯველაძემ, ზუგდიდში, დასაქმების ფორუმი გახსნა

ჯანდაცვს სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე 40 – ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სამრეწველო, სამედიცინო, რითეილ, სასტუმრო, სარესტორნო და საოფისე სფეროებიდან. ფორუმში, 200 – ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დამსაქმებლებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწორიამ.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მიმდინარე წელს, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მეშვიდე დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნეს სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის – კადრების დეფიციტის მოგვარებაა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების გახსნა რუსთავში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights