პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმინობელის პრემია ფიზიკაში ნეიროქსელების ფუნდამენტური კვლევის ავტორებს მიენიჭათ

ნობელის პრემია ფიზიკაში ნეიროქსელების ფუნდამენტური კვლევის ავტორებს მიენიჭათ

ნობელის კომიტეტმა ფიზიკის დარგში გამარჯვებულები დაასახელა. წელს პრემიის ლაურეატები ჯონ ჰოპფორდი და ჯეფრინ ჰინტონი გახდნენ. ჯილდო მათ „ფუნდამენტურ აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის გადაეცათ, რომლებიც ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოყენებით, მანქანურ სწავლებას ხდის შესაძლებელს“.

ორივე მეცნიერი სტატისტიკური ფიზიკით იყო დაკავებული, თუმცა საერთო ნამუშევარმა ისინი თანამედროვე ნეიროქსელების შექმნამდე მიიყვანა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სფეროში ფართოდ გამოიყენება.

გუშინ კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.

9 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული ქიმიის, 10 ოქტომბერს კი ლიტერატურის დარგში. 11 ოქტომბერს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 14 ოქტომბერს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს ალფრედ ნობელის სახელობის პრემიას ეკონომიკის დარგში.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე? - პოდაგრა: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights