ტინიტუსი: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობის გზები
სამწუხაროდ, არსებობს პათოლოგიები, რომლებსაც ტინიტუსი, ყურებში ხმაურის შეგრძნება ახასიათებს. ადამიანს გამუდმებით ჩაესმის ხმები – ძილსა თუ ღვიძილში, შრომისა თუ დასვენებისას. ზოგი ეგუება ამ ხმებს, ზოგისთვის კი ძლიერი სტრესის წყაროდ იქცევა – ადვილი ხომ არ არის მონოტონური ხმაურის განუწყვეტლივ მოსმენა. ტინიტუსი ის სიმპტომია, რომელსაც დროული ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება.
ტინიტუსი, ანუ ყურების შუილი, ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. ასიდან 10-15 ადამიანი მათ შორის, განსაკუთრებით 55-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამ მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ყოველდღიურ აქტივობაზე, ძილზე და შრომისუნარიანობაზე.
ტინიტუსის მიზეზები
ტინიტუსი შესაძლოა გამოწვეული იყოს:
- გარეგანი ფაქტორებით: მუდმივი ხმაური, როგორიცაა მშენებლობა ან მუსიკა.
- სამედიცინო მდგომარეობებით: შუა ყურის დაავადებები, ჰორმონული ცვლილებები, არტერიული ჰიპერტენზია.
- მედიკამენტების გამოყენებით: სხვადასხვა პრეპარატების გვერდითი ეფექტი.
სიმპტომები
პაციენტები აღწერენ ტინიტუსის ხმაურს როგორც:
- ზუილი
- წუილი
- კაკუნი
- შიშინი
შესაძლებელია თუ არა მკურნალობით ყურებში ხმაურის გაქრობა?
მკურნალობა გამომწვევი ფაქტორის რაობაზეა დაფუძნებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს. მაგალითად, როცა ტინიტუსი ინტოქსიკაციითაა გამოწვეული, მის მოხსნასთან ერთად ხმაურიც ქრება. თუ ტინიტუსი ჰორმონული ცვლილებების შედეგია, ჰორმონული ფონის მოწესრიგების შემდეგ გაივლის.
თუ დაზიანება შეუქცევადია და ვეღარ აღმოიფხვრება (მაგალითად, დაზიანებულია კოხლეარული ნერვი), ხმაური დარჩება, მაგრამ შესაძლებელია მისი მედიკამენტოზური მართვა და ინტენსივობის შემცირება.
თუ შეუქცევადი დაზიანების გამო ტინიტუსის მოხსნა ვერ ხერხდება, ექიმმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ხმაურის დონემ აღარ მოიმატოს, ასწავლოს პაციენტს, როგორ შეეეგუოს არსებულ ხმაურს, როგორ მოახდინოს მისი იგნორირება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ პროცესში ფსიქოლოგის ჩართვა, სპეციალური ტრენინგი და ზოგჯერ – ანტიდეპრესანტის გამოყენება.
დიაგნოზი და მკურნალობა
ტინიტუსის დიაგნოზი უნდა დაადგინოს ექიმმა, ვინც შეისწავლის ავადმყოფობის ისტორიას და საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევას ჩაატარებს. მკურნალობის გზები მოიცავს:
- მედიკამენტები: გამომწვევი ფაქტორების შემცირების მიზნით.
- ფსიქოლოგიური დახმარება: სტრესისა და დაძაბულობის მართვა.
- სმის აპარატები: სმენის დაქვეითების შემთხვევაში.
პრევენცია
ტინიტუსის პრევენციისთვის აუცილებელია:
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა
- სტრესის თავიდან აცილება
- ხმაურიან გარემოში ყურის საცობების გამოყენება
ტინიტუსი სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დროულ ყურადღებას.
მასალის გამოყენების პირობები