სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც პოტენციურად კიბოს იწვევს

ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც პოტენციურად კიბოს იწვევს

ახალი კვლევამეცნიერებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც პოტენციურად კიბოს იწვევს.

ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც პოტენციურად იწვევს კიბოს. კიბო, როგორც წესი, გენეტიკური კოდის გარკვეული ცვლილებებით ჩნდება, რაც უჯრედების ფუნქციონირებაში პრობლემებს ქმნის.

გენის როლი კიბოს განვითარებაში

დღეისათვის ცნობილია 600-ზე მეტი გენი, რომლებიც კიბოს განვითარების გამომწვევია. ეს ხდება, როდესაც მათი გენეტიკური თანმიმდევრობა მუტაციის დროს ზიანდება. თუმცა, არსებობს სხვა გზებიც, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კიბოს გაჩენა.

ახალი აღმოჩენები

წინა კვლევები ძირითადად დნმ-ის თანდაყოლილი ანომალიების შესწავლას შეეხება, თუმცა ამჯერად მეცნიერები საუბრობენ უშუალოდ იმ შეცდომებზე, რომლებიც დნმ-იდან ინსტრუქციების გადაცემისას წარმოიქმნება. ბარსელონას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (BIST) მკვლევრებმა გამოიყენეს სპეციალური ალგორითმები, რათა გამოავლინონ შეცდომები გენეტიკურ კოდში, რომლებიც დაკავშირებულია ეგზონებთან — გენეტიკური მიმდევრობის ნაწილებთან, რომლებიც ცილებად ითარგმნება.

კვლევის შედეგები

მკვლევრებმა 813 გენი დაადგინეს, რომლებიც კიბოს გაჩენას უწყობს ხელს. შედეგად შეადგინეს კიბოს “წამახალისებელი” გენების სია, რომელიც ახლაც ცნობილი 626 გენის მიხედვით იყო შექმნილი.

„ეს არ არის კლასიკური ონკოგენები, არამედ წარმოადგენს კიბოს პოტენციურად წარმოქმნის სრულიად ახალ კლასს“, – აღნიშნულია კვლევაში. მკვლევრებმა ასევე მოახერხეს იმის დადგენა, რომელი გენი უფრო სახიფათოა და რომელი უფრო უწყობს ხელს კიბოს განვითარებას.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს - „წნევის მარეგულირებელი პრეპარატი არ არსებობს...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights