სამშაბათი, მარტი 11, 2025
მთავარიშენი ექიმი„საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ -...

„საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ – ზაზა თელია

ბოლო წლებში გელ-ლაქი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “შილაკი”, ფრჩხილების მოვლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად იქცა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. მისი მიმზიდველობა ეხება არა მხოლოდ ხანგრძლივ მდგრადობას და სწრაფ გაშრობას, არამედ სილამაზის მრავალფეროვნებასაც, რაც მას მომხმარებელთა შორის ძალიან პოპულარულსა და მოთხოვნადს ხდის. „ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც…“

ულტრაიისფერი სხივები და საფრთხეები: თუმცა, ბოლო პერიოდში გაჩენილი საუბრები გელ-ლაქის გამოყენების პოტენციურ საფრთხეებზე მიუთითებს, –  ეს პროცედურა არ არის უსაფრთხო. მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, არის ულტრაიისფერი (უიტრლაიეტის) სხივების გავლენა, რომლებიც გამოიყენება გელ-ლაქის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით.

შილაკის გაშრობის პროცესში გამოყენებული ულტრაიისფერი ნათურა: ესთეტიკურ ცენტრებში გამოიყენება სპეციალური ულტრაიისფერი ნათურა, რომელიც შეიძლება იყოს მშვენიერი კოსმეტიკური შედეგების მომტანი, თუმცა მის გამოყენებას თან ახლავს გარკვეული რისკები.

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათება იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, როგორიც არის ელენთა, ღვიძლი და ხაზგასმით განმარტავს, რომ შილაკის გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემს, და მეტიც ამბობს, რომ საშრობი აპარატი, რომელსაც პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის UV ნათებას, რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას.

“ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან – ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.

თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება – პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.

ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას,  ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში – ეს არის მეორე საკითხი.

ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული  სოლარიუმთან.  სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს  იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,”- აცხადებს ზაზა თელია.

რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ულტრაიისფერმა ნათებამ შესაძლოა ადამიანის დნმ  დააზიანოს – დერმატოლოგი განმარტავს, რომ ულტრაიისფერი ნათება, რომლითაც ხდება ე.წ. გელ-ლაქის გაშრობა, უშვებს ულტრაიისფერ A სხივს, რომელიც აღწევს შიდა ორგანოებამდე და აზიანებს მათ.

“რა თქმა უნდა, აქ არაფერი ახალი არ არის. როგორც გარუჯვა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ, როდესაც ვირუჯებით – ერთი რუჯის მიღებაც კი ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებასთან. იმიტომ, რომ ზუსტად  ეს UV ნათება, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი იქნება თუ არაბუნებრივი, მაგალითად, სოლარიუმის, ან ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს, ასეთ დროს კი მატულობს რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების. თუ ვსვამთ კითხვას, რატომ სხვა ორგანოები – იმიტომ, რომ ეს ულტრაიისფერი სხივები არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის ყველაზე საშიში არის ულტრაიისფერი A სხივი. ზუსტად ამ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს ეს არაბუნებრივი ნათებაც, ბუნებრივიც, რა თქმა უნდა, მზის გამოსხივებაც, მაგრამ ეს აპარატი არაბუნებრივ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს, რომელიც აღწევს ჩვენს შიდა ორგანოებამდე – გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი ელენთა და მათი კიბოს განვითარების რისკიც მატულობს,”- დასძინა თელიამ.

ექიმის თქმით, დაავადების აღმოცენების რისკი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისი გენეტიკური ანამნეზიც დატვირთულია სიმსივნით.

“თუ ვსაუბრობთ რისკების მატებაზე. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ როლს თამაშობს. თუ პაციენტის ანამნეზი, გენეტიკური ისტორია დატვირთულია სიმსივნეებით და მათ შორის, კანის კიბოთი, რა თქმა უნდა, კანის კიბოს  განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იმ  ადამიანში, ვისაც მსგავსი ტიპის მემკვიდრული ისტორია არ გააჩნია.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად, თუ რატომ არის არაბუნებრივი ულტრაიისფერი სხივი საგანგაშო- ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება გარუჯვის მიზნით აიკრძალა კიდეც, მაგალითად დიდი ბრიტანეთში და აშშ-ის გარკვეულ  შტატებში, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მთელი აშშ-ის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როდესაც მზე იმყოფება პიკურ პერიოდში – დღის 13:00-14:00 საათი, რომ შევადაროთ, სოლარიუმის სხივი 9-ჯერ აღემატება ბუნებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას პიკურ პერიოდში,”-განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა.

იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს პროცედურაზე უარის თქმა, რა დამცავი მექანიზმები არსებობს და გვიცავს თუ არა მზისგან დამცავი, ან ხელთათმანი -​ ზაზა თელია ამბობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს, უმჯობესია, გამოყენებულ იქნეს დამცავი საცხი, ან მუქი ფერის ხელთათმანი :

“რეკომენდაციის თვალსაზრისით, თუ დერმატოლოგთან ისმება შეკითხვა – უსაფრთხოა თუ არა შილაკის გაკეთება, პასუხი, რა თქმა უნდა, არის, რომ უსაფრთხო არ არის და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი მაინც არ ამბობს უარს გელ-ლაქის გაკეთებაზე, მაშინ ვურჩევთ, რომ აუცილებლად მოხდეს  მზის დამცავის გამოყენება მტევანზე 15 წუთით ადრე პროცედურის დაწყებამდე და ასევე, მზის დამცავთან  ერთად, თუ იქნება გამოყენებული ხელთათმანი, შავი ქსოვილი – მუქი ფერის ქსოვილი ულტრაიისფერ სხივებს, პრაქტიკულად, არ ატარებს,”-აცხადებს ზაზა თელია.

გელ-ლაქი, მიუხედავად თავისი პოპულარობისა და სილამაზის, მოითხოვს დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღებას. ულტრაიისფერი სხივების გავლენა, რომელიც საჭიროა შილაკის გაშრობის პროცესში, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეუქმნის. რაც მთავარია, აუცილებელია სამკურნალო პროცედურების სიფრთხილე და ჯანმრთელობის დაცვა.

გაითვალისწინეთ: როდესაც გელ-ლაქს იყენებთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა და საჭირო პრევენციული ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პოტენციური რისკები.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რატომ უნდა დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა თესალონიკში

რატომ უნდა დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა თესალონიკში

11 March, 2025
ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

11 მარტი 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

მარტი 11, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
10 საუკეთესო ჯანსაღი სნექი მუშაობის დროს

10 საუკეთესო ჯანსაღი სნექი მუშაობის დროს

მარტი 11, 2025
სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

მარტი 11, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

მარტი 11, 2025
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს თითქმის 30%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს თითქმის 30%-ით შემცირდა – საქსტატი

მარტი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights