სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს? - პრაქტიკული რჩევები - „სჯობს, რომ...

როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს? – პრაქტიკული რჩევები – „სჯობს, რომ ტკბილეული…“

როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს? – პრაქტიკული რჩევები – „როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, სჯობს, რომ ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად” – პედიატრი

საუბრობს პედიატრი, თაკო კოკაია გადაცემაში „იმუნიტეტი” – „როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, ჯობს, რომ ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად“

„როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, სჯობს, ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად. ვეცადოთ,  თავისუფალი შაქარი ავირიდოთ თავიდან.

თავისუფალი შაქარი ნიშნავს საკვებში, პროდუქტში დამატებულ შაქარს. ხილი, ბოსტნეული თვითონ შეიცავს შაქარს, ამიტომ, გამოვიყენოთ ეს პროდუქტები ბაშვებისთვის ტკბილეულის მოსამზადებლად. თაფლიც კი თავისუფალი შაქრის შემცველია.

2 წლამდე ბავშვებისთვის საერთოდ აკრძალულია თავისუფალი შაქრის მიღება, 4 წლამდე გაიდლაინი საერთოდ არ არსებობს, რა დოზით უნდა მიიღოს ბავშვმა დღიურად შაქარი. 4 წლიდან 6-7 წლამდე, თურმე, სულ 19 გრამი შაქარია დაშვებული, დღიური დოზა. უამრავი რეცეპტი შეიძლება, მოვძებნოთ ჯანმრთელი ტკბილეულის დასამზადებლად”.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დროს.

„საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამომწვევი შეიძლება, იყოს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსინებიც. პრევენცია არის სისუფთავის დაცვა. სამზარეულოში, აბაზანაში არის ქიმიკატები, რომლებიც ძალიან საშიში შეიძლება, იყოს ჯანმრთელობისთვის. პირველი, რაც შეიძლება, სახლის პირობებში გავაკეთოთ, არის ის, რომ, იქნებ, კუჭი ამოვრეცხოთ. ასევე, ვიძახებთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან გავრბივართ ბავშვთა კლინიკაში, რათა აღმოვუჩინოთ ბავშვს სასწრაფო დახმარება” – განაცხადა პედიატრმა, თაკო კოკაიამ.

 

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გლაზურიანი დონატი ჯობს კეტჩუპს? – სიმართლე დამალული შაქრის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights