ჭიებით დაინფიცირება ბავშვებში ზოგადი და მრავალფეროვანი სიმტომებით გამოიხატება
ჭიებით დაინფიცირება ბავშვებში ზოგადი და მრავალფეროვანი სიმტომებით გამოიხატება – სოციალურ ქსელში საუბრობს ექიმი, ირინა ქოქოლაძე :
- ადვილად დაღლა
- თავის ტკივილი
- სახსრების ტკივილი
- ცვლილებები კანზე: (გამომშრალი კანი, ხორკლიანი გამონაყარი)
- მშრალი წამოხველება
- თვალის თეთრი გარსის ცვლილება, რომელიც მოყვითალო ფერს იძენს.
- მუცლის ტკივილი
- გაძლიერებული ნერწყვდენა
- უმადობა ან პირიქით, მადის გაძლიერება.
- უკანა ტანის ქავილი.
ბავშვი ზემოთაღნიშნულ სიმპტომებს თუ უჩივის, ჭიაზე გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. უნდა დადგინდეს, რა სახის ჭიითაა ინფიცირებული ბავშვი, შემდეგ კი დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ზოგადად დიაგნოსტიკისთვის განავლის ანალიზი ყოველთვის უტყუარ პასუხს არ იძლევა, ამიტომ უმჯობესია ანუსის ირგვლივ ანაფხეკის აღება სპეციალური პლასტირით.
განსაკუთრებით ეფექტურია, დილას ბავშვის გაღვიძებისთანავე, ბანაობამდე თუ ავიღებთ ანაფხეკს – არის სპეციალური პლასტირები, რომლებიც მაგრდება პერიანალურ არეზე.
მკურნალობა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, რადგან არასწორად მიღებული ანტიჰელმინთური პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები