სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება“

„რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება“

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე რუსეთში COVID-19-ის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„მხოლოდ 12-18 აგვისტოს პერიოდში COVID-19-ის ახალი შემთხვევები 31,4%-ით გაიზარდა. მოსკოვში დაფიქსირდა 3940 ახალი შემთხვევა.
გასული კვირის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 9,21-ს შეადგენდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 31,4%-ით მეტია. შემთხვევების მატება აღინიშნება რუსეთის 71 რეგიონში, მათ შორის 17 რეგიონში, სადაც ზრდა საშუალო მაჩვენებელზე მაღალიც კი იყო.
ამავე კვირაში ჰოსპიტალიზაცია 1409 ადამიანს დასჭირდა, რაც 28,1%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით. ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 43 რეგიონში.
მიუხედავად ამისა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც გაიზარდა – 10 558 ადამიანი, რაც 20,3%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით. ამასთან, 11 პაციენტი გარდაიცვალა.“
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, სასწრაფო დახმარება, საავადმყოფო and ტექსტი გამოსახულება
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, „გახსნას“ ინფექციური დაავადებების და კიბოს მკურნალობის მომავალი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights