სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპაკისტანში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

პაკისტანში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Mpox ვირუსი, რომელიც მაიმუნის ყვავილის სახელითაა ცნობილი, პაკისტანშიც გამოჩნდა. პაკისტანში Mpox ვირუსის (მაიმუნის ყვავილის) პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. წერს Reuters-ი. 

პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ვირუსის, მინიმუმ, 1 შემთხვევა, რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნებულ პაციენტში გამოვლინდა. ამ ეტაპზე, ვირუსის შტამი დაუდგენელია.

მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ახალი შემთხვევები ფიქსირდება.

ბოლო ცნობებით, ვირუსი გავრცელებულია თურქეთში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ეჭვმიტანილი შემთხვევა თურქეთის საყარიას პროვინციაში თურქეთში, საყარიას პროვინციაში, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მაიმუნის ყვავილის ეჭვმიტანილი შემთხვევა დაფიქსირდა.

Mpox ვირუსის ახალმა შტამმა გლობალური შეშფოთება გამოიწვია იმ ფონზე, რომ ვირუსის ეს ფორმა ბევრად სწრაფად და მარტივად გადადის მჭიდრო, ინტენსიური კონტაქტის დროს. ვირუსი, ძირითადად, აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გავრცელებული, თუმცა ახალი შტამის პირველი შემთხვევა გუშინ შვედეთშიც დაფიქსირდა.

#drpkhakadze

  მეცნიერებმა შექმნეს შარდის მარტივი ტესტი, რომელიც კიბოს ადრეულ ეტაპზე აფიქსირებს
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights