ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიშენი ექიმიუკიდურესად გადამდები დაავადება მაიმუნის ყვავილი - რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს, რომელსაც 500-ზე...

უკიდურესად გადამდები დაავადება მაიმუნის ყვავილი – რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

უკიდურესად გადამდები დაავადება მაიმუნის ყვავილი – რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს, რომელსაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო 13 აგვისტოს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მისი გავრცელების რისკის გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მაიმუნის ყვავილის მორიგი აფეთქება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა. სიცოცხლისთვის საშიში ეპიდემიის ახალი ეპიცენტრი ამჯერად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც მაიმუნის ყვავილმა 500-ზე მეტი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. შვედეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვირუსული დაავადება გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში. არსებობს საშიშროება, რომ ის სხვა კონტინენტებსაც მოიცავს. მაიმუნის ყვავილი უკიდურესად გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე, მჭიდრო კონტაქტით გადადის. მაიმუნის ყვავილს ახასიათებს წყლულოვანი გამონაყარი, ციებ-ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი.

ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, გამონაყარი სახესა და სხეულზე, ზურგისა და კუნთების ტკივილი – ეს სიმპტომები გახდა მსოფლიოში ახალი განგაშის საფუძველი. მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკაში მაიმუნის ყვავილი სწრაფად გავრცელდა. ინფექციას, რომელიც ახლო კონტაქტით გადადის, გრიპის მსგავსი სიმპტომები და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც მაიმუნის ჩუტყვავილას ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ქვეყანაში 517 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კონგოს გარდა, ინფექციური დაავადება უკვე გავრცელდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში. სწორედ შემთხვევების სხვა კონტინენტებზე გავრცელების პრევენციის მიზნით გადაწყვიტა ჯანმომ განგაშის უმაღლესი დონის გამოცხადება. ინფექციონისტები “კურიერთან” საუბარში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.

„მაიმუნის ყვავილის გავრცელება საგანგაშოა!“, – ინფორმაციას ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ავრცელებს. 

მაიმუნის ყვავილი (mpox) სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით. კანადაში, ტორონტოს ჯანდაცვის სამსახური ურჩევს მოსახლეობას, აიცრან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რადგან შემთხვევები მკვეთრად იზრდება. წელს, აფრიკაში 14,000-ზე მეტი ინფექცია და 524 სიკვდილი დაფიქსირდა. ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი გენიტალებზე მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, რაც ართულებს მის აღმოჩენას. მართალია, სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ JYNNEOS ვაქცინა გამოიყენება მძიმე შემთხვევებისთვის. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“-ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights