ოთხშაბათი, ნოემბერი 20, 2024
მთავარიშენი ექიმირა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები - წონა, 5 საათზე მეტ ხანს ჯდომა

რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები – წონა, 5 საათზე მეტ ხანს ჯდომა

ვენური დაავადებები: რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები, რა იწვევს მათ განვითარებას და ვინ არიან რისკ ჯგუფებში

ვენური დაავადებები სისხლძარღვების სისტემის პრობლემებს ეხება, რომელთა მთავარი ნიშანი და სიმპტომი არის ვენების ფუნქციის დარღვევა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ვენური ხლართები და ვენური უკმარისობა. 

საუბრობს ანგიოლოგი, ანგიოქირურგი გიგი ბრეგაძე გადაცემაში „იმუნიტეტი“:

„ორგანოს ცხოველქმედებისთვის საკვები და ჟანგბადი სჭირდება. “ვიღაცას” უნდა მოჰქონდეს და პირიქით, მიჰქონდეს. გული ე.წ. პომპა, ძრავაა, რომელიც სისხლძარღვების საშუალებით ორგანოებს სისხლს აწვდის. იქ მისული სისხლი ვენური სისტემით ბრუნდება. ეს ცირკულაციაა. ვენური სისტემის ამოცანაა, სისხლი გულში დააბრუნოს. მაშინაც კი, როცა ჩვენ ვდგავართ. როდესაც პერიფერიული პომპა არ გვაქვს, ქვევიდან არანაირი წნევა არ იქმნება, რომ სისხლი გულისაკენ გადაჭირხნოს. ამ დროს ძალიან ფაქიზი მექანიზმია ჩართული, რომ გრავიტაცია გადალახოს. ზუსტად ამ მექანიზმების მოშლამ შეიძლება, კიდურებში ვენური სისხლის შეგუბება გამოიწვიოს.

“კაცობრიობის ხარკი ორ ფეხზე სიარულისთვის” – ასე ეძახდნენ ვენურ დაავადებებს. პრობლემა არის ის, რომ ვენური სისხლი ორგანოდან არ გამოდის. ყველაზე პრობლემური ადგილები კი ქვედა კიდურებია. ადინამია, ცხოვრების უმოძრაო წესი, წონა – რისკ ფაქტორებად ითვლება. ვისაც 5 საათზე მეტი დროის განმავლობაში ჯდომა უწევს, მას აქვს რისკ ფაქტორი, რომ ვენური დაავადება განუვითარდეს.

ჩივილები მრავალფეროვანია. მთავარი, რაზეც პაციენტები საუბრობენ, ეს არის ქვედა კიდურებში სიმძიმის, შეშუპების, გადაჭიმვის შეგრძნება. პაციენტები აღნიშნავენ, რომ გრძნობენ, თითქოს, გირები ჰკიდიათ. ვენური დაავადებები ხშირად გამოხატულია ქვედა კიდურებში სიმძიმის, შეშუპების და გაფართოებული ვენების სიმპტომებით. ძირითადად, ეს პრობლემები დაკავშირებულია ზედაპირული ვენური სისტემის ხარვეზებთან, მაგრამ მათი მართვა აუცილებელია დროული და სწორი მკურნალობით. ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აიცილოთ ვენური დაავადებების სერიოზული გართულებები. ანატომიაში ღრმა ვენური სისტემა და ზედაპირული ვენური სისტემა არსებობს. ძირითადი ღრმა ვენური სისტემა გახლავთ, სადაც დარღვევები იშვიათად ხდება. თუმცა, მათი დაზიანება გაცილებით უფრო რთულად სამკურნალოა. ზედაპირულ ვენურ სისტემაში კი პატარა ხარვეზიც კი შეიძლება, მთელი სისტემის პრობლემა გახდეს.

ვენური დაავადებები ხშირად გამოხატულია ქვედა კიდურებში სიმძიმის, შეშუპების და გაფართოებული ვენების სიმპტომებით. ძირითადად, ეს პრობლემები დაკავშირებულია ზედაპირული ვენური სისტემის ხარვეზებთან, მაგრამ მათი მართვა აუცილებელია დროული და სწორი მკურნალობით. ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აიცილოთ ვენური დაავადებების სერიოზული გართულებები.“

 

 

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

19 November, 2024
რადიო ”პოზიტივის” დღის ამბები 20 ნოემბერი

რადიო ”პოზიტივის” დღის ამბები 20 ნოემბერი

20 ნოემბერი 2024
საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

ნოემბერი 20, 2024
“აქ ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი” -სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რევაზ რომანაძის ოჯახის მიერ შექმნილი ულამაზესი ეზო

“აქ ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი” -სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რევაზ რომანაძის ოჯახის მიერ შექმნილი ულამაზესი ეზო

ნოემბერი 20, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

ნოემბერი 20, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე

ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე

ნოემბერი 20, 2024
როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

ნოემბერი 20, 2024
აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

20 ნოემბერი 2024
დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია – რა მოხდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამთენიისას

დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია – რა მოხდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამთენიისას

ნოემბერი 20, 2024
ხელოვნურმა ინტელექტმა ვიდეოთამაში შექმნა: Oasis — ახალი თაობის თამაში

ხელოვნურმა ინტელექტმა ვიდეოთამაში შექმნა: Oasis — ახალი თაობის თამაში

ნოემბერი 20, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights