სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმივალერი ადამაშვილს ახალშობილობაშივე ჩაუტარდა პირველი ოპერაცია - აორტის თაღის პლასტიკა და პარკუჭთაშუა...

ვალერი ადამაშვილს ახალშობილობაშივე ჩაუტარდა პირველი ოპერაცია – აორტის თაღის პლასტიკა და პარკუჭთაშუა ძგიდის

 ეს ვალერი ადამაშვილია, 14 წლის. ახალშობილობაშივე ჩაუტარდა პირველი ოპერაცია

 ჩვენ მას დაბადებიდან ვიცნობთ, ახალშობილობაშივე ჩაუტარდა პირველი ოპერაცია – აორტის თაღის პლასტიკა და პარკუჭთაშუა ძგიდის დეფქტის დახურვა.
აქამდე კიდევ ორი ოპერაცია დასჭირდა 3 და 5 წლის ასაკში სუბაორტული ობსტრუქციის გამო, ახლა კი დაგვიბრუნდა აორტის სარქვლის მკვეთრი სტენოზითა და ნაკლოვანებით.
 მისი ასაკიდან გამომდინარე, გადაწყდა, მექანიკური სარქვლის ჩანერგვისგან თავის შეკავება, რათა აცილებოდა მთელი ცხოვრება ვარფარინის მიღების არასასურველ პერსპექტივას. ამიტომ ჩაუტარდა მნიშვნელოვნად უფრო რთული და მასშტაბული „როსს-კონოს“ ოპერაცია (აორტის სარქველი და მის ქვეშ არსებული შევიწროვებული უბანი შეიცვალა გვერდზე მდებარე ნორმალურად განვითარებული თავისივე ფილტვის არტერიის სარქვლით).
 ოპერაცია გააკეთა ბავშვთა კარდიოქირურგმა, გთმ-ის კარდიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა თენგიზ შირიაევმა.
 ოპერაციიდან 9 დღეში ვალერი სახლში გაეწერა. აგრძელებს ჯანმრთელი და ბავშვური ცხოვრების წესით ცხოვრებას.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ეს განმაცვიფრებელი რეცეფტი დამეხმარა უმოკლეს ვადებში წნევის დაწევაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights