სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიჰერპესის ვირუსი დემენციის რისკს აორმაგებს

ჰერპესის ვირუსი დემენციის რისკს აორმაგებს

შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ პირველი ტიპის ჰერპესის (HSV-1) ვირუსის ქონა დემენციის ჩამოყალიბების რისკს აორმაგებს. ეს ასოციაცია ამ კოგნიტიური დარღვევის განმსაზღვრავი უმთავრესი ფაქტორებისგან, ასაკისა და გენეტიკურ ვარიანტ APOE-4-ისგან, დამოუკიდებლად ვლინდება.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჰერპესის ვირუსი შესაძლოა, დემენციის რისკი მნიშვნელოვნად გაზარდოს. ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორ შეიძლება ვირუსი პოტენციურად შეცვალოს ნეირონული ფუნქციონირება.]

შვედეთში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 80%-ში HSV-1-ის ანტისხეულებია, ანუ მათ ორგანიზმში პათოგენია მოხვედრილი. ორალური ჰერპესის მქონე ზოგ ადამიანს სიმპტომები საეროდ არ უვლინდება, ზოგს კი პირის მიდამოში ბუშტუკები უჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს ვირუსი კვალს მაინც ტოვებს.

კვლევამ დაადასტურა, რომ ჰერპესის ვირუსი, განსაკუთრებით HSV-1 (ჰერპეს სიმპლექს ვირუსი ტიპი 1), დაკავშირებულია დემენციის განვითარების მაღალი რისკით.კვლევის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გამოიწვიოს ნეირონული დაზიანება, რაც საბოლოოდ ახდენს პოტენციურად ფსიქიკური დაავადების განვითარებაზე გავლენას.

ავტორების თქმით, დემენციასთან ჰერპესის კავშირზე უფრო და უფრო მეტი კვლევა მიანიშნებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმა ალცჰაიმერის დაავადებაა, რომლის მქონე პაციენტებსაც ხშირად ტვინში ცილოვანი დანალექი უჩნდებათ. თერაპიების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული, რათა კოგნიტიური დარღვევები შეაჩეროს. ასეთი მცდელობები მეტწილად უშედეგოა.

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ზემოხსენებულ დანალექს შესაძლოა, იმუნურ ან ნერვულ სისტემაში საკუთარი როლი ჰქონდეს, როგორიცაა, მაგალითად, პათოგენებთან დაკავშირებული ზიანის თავიდან აცილება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ალცჰაიმერი სხეულში უცხო და უკონტროლო მიკრობების შემოჭრის ნიშანი იყოს.

ადრეულმა კვლევებმა ალცჰაიმერის მქონე პაციენტების ტვინში HSV-1-ის მოულოდნელი რაოდენობა გამოავლინა, თანაც მათი 72% სწორედ ცილოვან დანალექში იყო. ეს მიუთითებს, რომ შესაძლებელია, ჰერპესის ვირუსის მიმართ ორგანიზმის იმუნური რეაქცია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებასთან მჭიდრო კავშირში იყოს.

ამ საკითხზე მეტის გასაგებად შვედეთში მომუშავე მეცნიერები 1002 ახალგაზრდას 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აქედან 82%-ის სხეულში HSV-1-ის ანტისხეულები იყო. დადგინდა, რომ მათ დემენციის ჩამოყალიბების ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე ამ ანტისხეულების არმქონე ინდივიდებს. აღმოაჩნდა, რომ გენური ვარიანტი APOE-4, როგორც რისკ-ფაქტორი, სიტუაციას უფრო მეტად არ ამწვავებს.

სპეციალისტებს სურთ, რომ ჩატარდეს კვლევები, რომლებითაც დაადგენენ, რამდენად შესაძლებელია, ჰერპესის მკურნალობით დემენცია ავიცილოთ თავიდან.

წყარო:

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights