სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმინიტრატების გადაჭარბებული შემცველობა ბოსტნეულსა და ნესვში

ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა ბოსტნეულსა და ნესვში

ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა ბოსტნეულსა და ნესვში – სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შემოწმების შედეგები

ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში გამოვლინდა ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად, ბოსტნეულსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა. სააგენტოს ინსპექტორებმა 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან და გაგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესამოწმებლად.

კვლევის მიხედვით, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა. თუმცა, ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას 13 შემთხვევაში აღემატება, რაც კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში გამოიკვეთა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის შეწყვეტა და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოტანა. სააგენტო ასევე მოითხოვს მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის გადაცემას.

ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტო მომავალში აგრძელებს მცენარეული წარმოშობის სურსათის პესტიციდების შემცველობისა და ქიმიური მაჩვენებლების შემოწმებას. წლის განმავლობაში დაგეგმილია 300 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შეიძლება ტელეფონით საუბარი, სანამ იმუხტება?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights