სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიფილებში ობი აღმოჩნდა - სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრიდან პროტეინის წასახემსებელ ფილებს...

ფილებში ობი აღმოჩნდა – სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრიდან პროტეინის წასახემსებელ ფილებს იღებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით,მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება.

იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორთან – NAMEDSPORT განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში – THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) აღმოჩნდა ობი. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა მყისიერად გაააქტიურა ზემოაღნიშნული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურები.

საქართველოში აღნიშნული დასახელების სურსათის – პროტეინის ფილების იმპორტი 2023 წელს, შპს „პსპ ფარმას“ მიერ განხორციელდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „პსპ ფარმას“ (ს/კ: 202203123, მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N148) კუთვნილ ობიექტში. ბიზნესოპერატორს აეკრძალა სურსათის (THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BAR Excellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა: 31.10.24) რეალიზაცია და დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. აღნიშნულ პროცესებზე ზედამხედველობას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების გამოყენება სასურსათო დანიშნულებით არ შეიძლება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ინფიცირებულთა უმეტესობა სკოლის ასაკის ბავშვია - წითელას ეპიდემია ვრცელდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights