სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური...

„რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“

„სამწუხაროდ, დღეს, გარკვეულ მედიკამენტებზე, დეფიციტი გვაქვს. ლოგისტიკური საკითხების გადაჭრის მიუხედავად, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე რაოდენობის პრეპარატებს ყიდულობს, ძირითადად კი, წამლები, კერძო სექტორს შემოაქვს, რეგულირებისა და რეგლამენტაციის პირობებში. ჩვენ, თვალს ვადევნებთ, ბაზარზე, ამა თუ იმ მედიკამენტის მოძრაობას. რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იმ რეფორმაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური პაციენტები, 24 ივლისის შემდეგ გაცემული რეცეპტების საფუძველზე, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს, პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ და ამით, მკურნალობის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მიზანი კერძო სექტორისთვის კონკურენციის გაწევა არ არის, მაგრამ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება გვიანდება, გარკვეული ინტერვენციის საჭიროება ჩნდება.

„არ მინდა, დავიჯერო, რომ შესაძლოა, პროცესი ხელოვნურად იყოს მართული; ვინმე, ამას, კომერციული ინტერესების ლობირების, ან სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეული ვალდებულებების წარმოქმნის მიზნით გეგმავდეს და ახორციელებდეს. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ეჭვის მიზეზი მაინც ჩნდება. ჩვენი მიზანი არ არის, კონკურენტად ვექცეთ კერძო სექტორს. მაგრამ, თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების პროცესში, რაიმეს აგვიანებს, ან ისე ვერ აკეთებს, როგორც აუცილებელია, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან, იქნება გარკვეული ჩარევა, თუ გნებავთ – ინტერვენცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არგუმენტები, თითქოს, კონკრეტული მედიკამენტების იმპორტის პროცესში, კერძო სექტორს, რაიმე წინაღობა ექმნება, არც ისე დამაჯერებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ონკოლოგიასთან დაკავშირებულ პრეპარატებს ეხება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თუ დეფიციტი დიდხანს შენარჩუნდება, კერძო სექტორი, ამ პრობლემას დროულად ვერ აღმოფხვრის და ვერც რაიმე კონკრეტულ მიზეზს დაასახელებს, რაშიც დახმარება სჭირდება, აღნიშნულ მედიკამენტებს, სახელმწიფო, თავად შეისყიდის.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  განიხილეს საქპატენტისა და WIPO-ს თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights