სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ტრენინგი გამართა

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ტრენინგი გამართა

2024 წლის 5 მარტს “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” აკრედიტაცია კანადის მრჩეველმა, თათია გოჩაძემ არასამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ტრენინგი გამართა | sheniekimi.ge | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით

ტრენინგი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს – პაციენტის ჩართულობას კლინიკის განვითარების პროცესში.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ტრენინგი გამართა | sheniekimi.ge | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით

ტრენინგს დაესწრნენ:

სტაციონარის ექთნები

  1. მაკა კაკლატოზიშვილი
  2. ნინო ლუცუბიძე
  3. ირინა მახარაშვილი
  4. დიანა ონიანი
  5. სალომე წეველიძე
  6. ქეთი მელაშვილი

რეგისტრატურა

  1. ხათუნა დვალაშვილი
  2. თამუნა ბაბილოძე
  3. ანა ჯაიანი
  4. თამარ ბურდული
  5. ეთერ ლებანიძე
  6. ნინო აბრამიძე
  7. სალომე გოგელია

სტაციონარის მენეჯერები

  1. შორენა გველესიანი
  2. თამარ გოგატიშვილი
  3. ნინი ცერცვაძე

დაცვა

  1. მამუკა ყურაშვილი
  2. გელა ბასილაშვილი
  3. თემურ კარაჩაროვი
“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ტრენინგი გამართა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

“აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს და აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის სტანდარტის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა QR კოდის დასკანერების საფუძველზე; კლინიკებში იქმნება პაციენტთა საბჭოები, რომლებიც განიხილავენ პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს და საკუთარ რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ტრენინგი გამართა | sheniekimi.ge | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით

აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში პირველად ინერგება – ინიციატივა ეკუთვნის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

 

იმისათვის, რომ პაციენტთა ჩართულობის სისტემის პროექტი იყოს მდგრადი და შედეგიანი, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ტრენინგებს პაციენტთა გამოკითხვაში ჩართვის მაქსიმალურად გასააქტიურებლად.

#accreditationge #აკრედიტაციაკანადა

#drpkhakadze #sheniekimi

#tatiagochadzeaccreditationcanada

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ“ „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი აღიარება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights