სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეები"აკრედიტაცია კანადის" მრჩეველმა "წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში" ტრენინგი გამართა

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში” ტრენინგი გამართა

2024 წლის 10 მარტს “წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში” აკრედიტაცია კანადის მრჩეველმა, თათია გოჩაძემ არასამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.

 

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში” ტრენინგი გამართა | sheniekimi.ge | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით ტრენინგს ესწრებიან პაციენტთა ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელი აკაკი ბაქრაძე
სომატური განყოფილების ხელმძღვანელი ნანი ჭანტურია
დაცვის სამსახურის უფროსი ედუარდ პოღოსოვი
იურისტი თამარ ხაბულიანი
მენეჯერი რუსუდან მიქაძე
მოლარე ოპერატორი ჟუჟუნა კეკოშვილი

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში” ტრენინგი გამართა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ტრენინგი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს – პაციენტის ჩართულობას კლინიკის განვითარების პროცესში.

აკრედიტაცია კანადა

“აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს და აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის სტანდარტის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა QR კოდის დასკანერების საფუძველზე; კლინიკებში იქმნება პაციენტთა საბჭოები, რომლებიც განიხილავენ პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს და საკუთარ რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.

აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში პირველად ინერგება – ინიციატივა ეკუთვნის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

იმისათვის, რომ პაციენტთა ჩართულობის სისტემის პროექტი იყოს მდგრადი და შედეგიანი, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ტრენინგებს პაციენტთა გამოკითხვაში ჩართვის მაქსიმალურად გასააქტიურებლად.

#accreditationge #აკრედიტაციაკანადა

#drpkhakadze #sheniekimi

#tatiagochadzeaccreditationcanada

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სწრაფი ტესტების შესახებ აფრთხილებს❗️- "პოტენციურად მავნეა და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights