სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის სამინისტრომ, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა

ჯანდაცვის სამინისტრომ, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა

ჯანდაცვის მინისტრი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მიხეილ სარჯველაძემ მუზეუმი დაათვალიერა და იქ დაცულ ექსპონატებს გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტრომ, მუზეუმს, ქართული ქირურგიის ფუძემდებლის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა, რომელიც უწყებამ კულტურის სამინისტროს დახმარებით მოიძია.

მიხეილ სარჯველაძემ ქართული ქირურგიის განვითარებაში, აკადემიკოსის დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გრიგოლ მუხაძემ საქართველოში ქირურგიის ეპოქა შექმნა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აკადემიკოსის სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობა, ქართული მედიცინისთვის მრავალ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება, შესაბამისად, მისი ხელნაწერები, სამედიცინო სახის საბუთები და ბროშურები უფრო ფართო აუდიტორიისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

გრიგოლ მუხაძე იყო ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში; ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც მისივე ინიციატივით, გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად; შექმნა ქირურგიის უძლიერესი სკოლა, სადაც უამრავი ქირურგი გამოზარდა.

მედიცინის ისტორიის მუზეუმში, მინისტრთან ერთად, მისი მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რეფორმის მთავარი მიზანი უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ცვლილებების დანერგვის პროცესში კი აუცილებელია სექტორის უშუალო ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights