ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International (JCI)-ის ვიცე-პრეზიდენტსა და პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძემ, ნილამ დინგრას, ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი პაციენტთა უფლებების დაცვაა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია (JCI)-ისთან პარტნიორობა, რომელიც პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს.
შეხვედრაზე, ჯანდაცვის სექტორში, პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საერთაშორისო პრაქტიკაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს, ამ სფეროებში, სამომავლო თანამშრომლობის საკითხი.
მხარეებმა, ქვეყანაში, საერთაშორისო აკრედიტაციების დანერგვის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე.