ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა.
„სიტყვა „რეჟიმი“ ხშირად გაგებულია მკაცრად დეტერმინირებულ ფორმად. არავითარ შემთხვევაში! რეჟიმით კვება ნიშნავს ბავშვის ბიოლოგიური რიტმის ცოდნას. ბავშვმა ცხრაზე, თორმეტსა და სამზე კი არ უნდა ჭამოს, არამედ მისი ბიოლოგიური რიტმის მიხედვით. ამ ბიოლოგიურ რიტმს მისი ტვინი განაპირობებს. გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია. გადამეტებული ულუფის შემდეგ ირთვება ნერვული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც გაცხარებულად მუშაობს ამ პერიოდში. ის აქტიურ ცხოვრების წესს ანელებს. მონელება არ უნდა მოხდეს სირბილის დროს. მონელება მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა მოხდეს. ბავშვი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში და ძილიანობა ჭარბობს გაკვეთილებზე. რა თქმა უნდა, ეს სწავლის პროცესის შემაფერხებელია.
ძალიან ბევრი სტერეოტიპული უზუსტობებია. სტერეოტიპია, რომ ცხიმი ცუდია, მძიმეა და ა.შ. ცხიმის გარეშე არ არსებობს ჩვენი ჯანმრთელი ორგანიზმი. ოჯახში თევზისადმი არის ძალიან მანკიერი განწყობა. ოდითგანვე თევზი ძალიან მალფუჭებადი პროდუქტი იყო. ტექნოლოგიების წყალობით შენახვის პირობები სხვაა. არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ყველას ყურში ჩაგვესმის ბავშვობიდან: „ფრთხილად ჭამე, ფხა არ გაგეჩხიროს.“ ეს გარკვეული შიში ბავშვში თევზის მიმართ იწვევს თევზის მიღების დაკეტვას საერთოდ. რაციონიდან ამოდის თევზეული და ეს ძალიან მანკიერი რამ არის ტვინის განვითარებისთვის.
რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები, ტვინის განვითარება მით უფრო სწორად მიდის. სამწუხაროდ, ესეც სტერეოტიპია, რომ ბავშვმა უნდა ჭამოს რაღაც. უნდა არის კატეგორიული ფენომენი. ის, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი, სწორი არ არის. ბავშვმა წვნიანი უნდა ჭამოს, მაგრამ აუცილებლად არ უნდა ჭამოს,“ – ამ თემაზე ბაკურ კოტეტიშვილმა ისაუბრა.
წყარო: https://fortuna.ge