ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
მთავარიშენი ექიმიროგორ უნდა მოიქცეთ, რომ ამ პაპანაქებას გაუძლოთ?

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ამ პაპანაქებას გაუძლოთ?

რა თქმა უნდა, თუ თქვენს ორგანიზმს სითხე დასჭირდება, ის ამის შესახებ სიგნალს მოგცემთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ გაუწყლოვნება თავიდან აირიდოთ. თუმცა ზოგიერთი ორგანიზაცია ცხელ ამინდში სითხის მიღებას გირჩევთ მანამ, სანამ ჯერ კიდევ მოგწყურდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ სითხე დროულად დალიოთ. კარგი იქნება, თუ სავსე ბოთლი ყოველთვის თან გექნებათ. მაგალითად, როდესაც ძაღლის გასეირნებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ წყლის წაღება არა მარტო თქვენთვის, არამედ – თქვენი შინაური ცხოველისთვისაც.

სიცხეში ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის. ამ დროს ადამიანი შარდის გამოყოფის შედეგად მეტ სითხეს კარგავს, ამიტომაც ჰაერის მაღალ ტემპერატურაზე მისი დიდი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით არასასურველია.

მაღალი ავტორიტეტის მქონე ზოგიერთი სამედიცინო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სიცხეში ჩაი და ყავაც არასწორი არჩევანია. ამის მიზეზი არის კოფეინი, რაც ხშირ შარდვას იწვევს და შესაბამისად, გაუწყლოების მიზეზიც ხდება. თუმცა ეს მოსაზრება, ფაქტობრივად, კვლევებით უარყოფილია. მეორე მხრივ, ცხელი სასმელების მიღება ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში კარგი იდეა ისედაც არ არის: ისინი, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობენ გაგრილებას.

გაგრილდით ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით! 

თუ კონდიციონერი გაქვთ, მაქსიმალურად დიდხანს დაჰყავით მასთან დრო (განსაკუთრებით დილის 11 საათიდან დღის 3 საათამდე). ვენტილატორი შეიძლება სასარგებლო იყოს, სანამ ოთახის ტემპერატურა 32 ° C-ს არ ასცდება. ასეთ დროს ისინი უბრალოდ ცხელ ჰაერს ატრიალებენ და სივრცეს საკმარისად არ აგრილებენ. თუმცა ამ სიტუაციაში თუ თქვენ წყალს შეისხურებთ, გაგრილებაში ვენტილატორიც დაგეხმარებათ. საქმე ისაა, რომ ჩვენ კანის ზედაპირიდან აორთქლებული სითხის მეშვეობითაც ვგრილდებით. წყლის შესხურება ვენტილატორის გარეშეც შეგიძლიათ და მაღალ ტემპერატურასთან გამკლავებაში ესეც დაგეხმარებათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ სახე დაიბანოთ და კეფაზე წყალი შეისხათ ან კიდევ გრილი შხაპი მიიღოთ.

ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი და თავისუფალი. ოთახის მზიან მხარეს ფარდები ჩამოაფარეთ. თუ შენობაში უფრო გრილა, ვიდრე – გარეთ, ფანჯრები არ გააღოთ. რაღაც მომენტში შეიძლება სუნთქვა გაგიჭირდეთ, ამიტომაც  გააკეთეთ ორპირი, რომ არ გადახურდეთ. თავიდან აიცილეთ ყველა ის ქმედება, რაც ტემპერატურას ზრდის. მაგალითად, გაზქურასა და ღუმელთან ნაკლები იტრიალეთ, ჭამეთ ნაკლებად ცხელი და მსუყე საკვები, მოერიდეთ ვარჯიშს (და თუ ნამდვილად გსურთ ფიზიკური დატვირთვა, ეს დღის უფრო გრილ მონაკვეთში გააკეთეთ).

რა სიმპტომები ახასიათებს სითბურ გამოფიტვასა და სითბურ დარტყმას?

არსებობს რამდენიმე მდგომარეობა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სიცხესთან და დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებს. ეს არის სითბური გამოფიტვა და სითბური დარტყმა. ორივე შემთხვევაში, ორგანიზმს არ შეუძლია ეფექტიანად გაგრილდეს, ის გადახურდება და ჩნდება გარკვეული სიმპტომები.
სითბური  გამოფიტვის სიმპტომებია:

–    თავის ტკივილი;
–    არასტაბილურობის შეგრძნება და ცნობიერების მცირე დაბნეულობა;
–    უმადობა;
–    საერთო სისუსტე;
–    ძლიერი ოფლიანობა და კანის სიფერმკრთალე;
–    ზედა და ქვედა კიდურების კუნთების სპაზმი;
–    მუცლის სპაზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა;
–    გახშირებული სუნთქვა ან გულის აჩქარება;
–    ტემპერატურა – 38 ° C ან მეტი;
–    წყურვილის ძლიერი შეგრძნება.

თუ ასეთი სიმპტომები აღგენიშნებათ, უნდა გადახვიდეთ გრილ ადგილზე, დაწვეთ, ფეხები ასწიოთ და რაც შეიძლება ბევრი სითხე მიიღოთ. შეგიძლიათ ქსოვილში გახვეული ყინული კისერზე და იღლიებში ამოიდოთ. ასევე შეგიძლიათ წყალი ისხუროთ და გვერდით ვენტილატორი დაიდგათ, რათა წყალი აორთქლდეს და გაგრილების პროცესი დაიწყოს. სიცხის დამწევი საშუალებები ამ სიტუაციაში ეფექტიანი არ არის.

თუ სითბური გამოფიტვა პროგრესირებას განაგრძობს, ის გადაიქცევა სითბურ დარტყმად, რაც უფრო ინტენსიურ თერაპიას მოითხოვს. ამიტომაც თუ სითბურ გამოფიტვასთან გამკლავება ნახევარი საათის განმავლობაში ვერ მოახერხეთ, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. თუმცა სითბური დარტყმის სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც:

–    ადამიანი არ ოფლიანობს (თუ სითბური დარტყმა ფიზიკური დატვირთვის ფონზე არ მოხდა)
–    მისი სხეულის ტემპერატურა 40 ° C ან მეტია;
–    ადამიანი სწრაფად სუნთქავს;
–    ის დეზორიენტირებულია;
–    მას კრუნჩხვები დაეწყო;
–    პაციენტმა გონი დაკარგა.

ძალიან მცხელა, როგორ მოვიქცე? 

პანდემიის დროს სიცხისგან თავის დაღწევა ნამდვილად დიდი გამოწვევაა. გასულ წლებში სხვადასხვა ორგანიზაცია ადამიანებს კარგად გაგრილებულ სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივი ადგილებში სიარულს ურჩევდა. დღეს უკვე ეს რჩევა საეჭვოდ გამოიყურება. ამიტომაც თუ სახლში ყოფნა გიწევთ, უმჯობესია რაიმე საინტერესო გასართობი მოიფიქროთ. მაგალითად, შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი კერძების მომზადება (თუმცა ისეთის, რომელიც ღუმელს ან ქურას არ საჭიროებს), ან ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე საინტერესო ვიდეოებს უყუროთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ, უბრალოდ გამოძინება სცადოთ.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights