სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარიბლოგი"ჩვენ ერთად ვიბრძოდით მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ" - პროფესორი გიორგი ფხაკაძე WHO-ს სპიკერ...

“ჩვენ ერთად ვიბრძოდით მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ” – პროფესორი გიორგი ფხაკაძე WHO-ს სპიკერ მარია ვან კერხოვეს შეხვდა

WHO-ს საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან საინტერესო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

“ქალბატონი მარია ვან კერხოვე გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ეპიდემიოლოგი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეპიდემიისა და პანდემიის მომზადება/ პრევენციის დეპარტამენტის დირექტორი”- აცხადებს პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

“ჩვენ ერთად ვიბრძოდით მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ” – პროფესორი გიორგი ფხაკაძე WHO-ს სპიკერ მარია ვან კერხოვეს შეხვდა | sheniekimi.ge | შენი ექიმი
გიორგი ფხაკაძე და მარია ვან კერხოვე WHO

“ალბათ, ყველას გახსოვთ, ის ხშირად ჯანმოს (WHO) სახელით გვაწვდიდა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას კოვიდ 19-ის შესახებ პანდემიის დროს.

ის არის უდიდესი პროფესიონალი და ჩემთვის არის ინსპირაცია, თუ როგორ შეიძლება აკეთო უმნიშვნელოვანესი საქმე დიდი წნეხის მიუხედავად (მე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მარია კი – გლობალური მასშტაბით ვუძლებდით ამას)… მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი პროფესიის მცველები, ვაგრძელებდით და ვაგრძელებთ საკუთარ საქმეს – საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რომელიც დგას ჩვენ წინაშე.

ეს არის ჩვენი მოვალეობა და პროფესიის განუყოფელი ნაწილი.

მე და მარიამ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი “ბრძოლის” დეტალები კოვიდპანდემიის შესახებ და აღმოჩნდა, რომ მასაც არანაკლები “თავგადასავლები” გადაუტანია…

ფაქტობრივად, ახლაც ვართ ამ დეზინფორმაციის დიდი წნეხის ქვეშ…

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჩემო მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია თქვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights