სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიDesulfovibrio ბაქტერიების ოჯახის ერთ-ერთი ბაქტერია დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარებასთან

Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის ერთ-ერთი ბაქტერია დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარებასთან

„ერთი წლის წინ დაწერილი პოსტია, თუმცა უფრო მეტად აქტუალური, რამდენადაც პარკინსონის დაავადების შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება გლობალურად.

ერთ-ერთი მორიგი კვლევა ნაწლავის მიკრობიოტის გარკვეულ ბაქტერიებს, Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის სპეციფიკურ შტამებს, პარკინსონის დაავადების განვითარებასთან აკავშირებს.

კვლევები აჩვენებს, რომ პარკინსონის დაავადების შემთხვევების მხოლოდ მცირე წილი, დაახლოებით 10% არის გამოწვეული ცალკეული გენებით.
2021 წელს პროფესორ პერ სარისის ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის ერთ-ერთი ბაქტერია დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარებასთან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები.
იგივე კვლევის გამეორებით, ჩინელი მკვლევარებიც მივიდნენ იმავე დასკვნამდე, რომ Desulfovibrio ბაქტერიების სპეციფიკურმა შტამებმა შესაძლოა გამოიწვიოს პარკინსონის დაავადება.
ამ ბოლო კვლევის ძირითადი აღმოჩენა იყო ის, რომ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების ნაწლავში ეს შტამები იწვევენ α-სინუკლეინის ცილების აგრეგაციას სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე, რომლებიც, ცთომილი ნერვის მეშვეობით გადაადგილდებიან თავის ტვინში. ამ ბაქტერიების ნაწლავიდან ელიმინაციის შემდეგ წყდება α-სინუკლეინის ცილის აგრეგაცია, რაც პოტენციურად ანელებს და ამსუბუქებს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების სიმპტომებს.
აღნიშნული კვლევები იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც თავის ტვინის პათოლოგიებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან აკავშირებს; კონკრეტულად კი, ეპშტეინ-ბარის ვირუსს კვლევები აკავშირებს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან და ბაქტერიებს, Porphyromonas gingivalis და Fusobacterium nucleatum, ალცჰაიმერის დაავადებასთან.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსები და ბაქტერიები სავარაუდო გამომწვევი ფაქტორებია, რომელთა არსებობა ჩვენს ორგანიზმში არ მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება. პერსონალიზირებული მედიცინის პროტოკოლებმა, ცხოვრების წესის არჩევანმა და სწორმა ანტივირუსულმა ან ანტიბაქტერიულმა საშუალებებმა- ყველა ამ ფაქტორმა ერთად, შეიძლება იმოქმედოს დაავადების რისკებზე და შედეგებზე.“

წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights