სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაციასაქართველო არის პირველი კანადის შემდეგ, სადაც ინერგება კანადური სტანდარტი - ყველაფერი პაციენტთა...

საქართველო არის პირველი კანადის შემდეგ, სადაც ინერგება კანადური სტანდარტი – ყველაფერი პაციენტთა კვლევის შესახებ

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მააკრედიტირებელმა ორგანიზაციამ „აკრედიტაცია კანადა“ საქართველოში დაიწყო საკუთარი სტანდარტის დანერგვა. კერძოდ, პაციენტთა კმაყოფილების კვლევა – კლინიკებში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად პაციენტთა ჩართულობის მეშვეობით.

აღნიშნულის ინიციატორი და განმახორციელებელი გახლავთ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, ექიმი, პროფესიორი, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი ფხაკაძე.

კვლევა შედგება პაციენტის რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევისგან, ასევე კვლევის მიერ მიღებული შედეგის განხილვისგან „პაციენტთა საბჭოების“ მიერ.

  პაციენტის კვლევა ხორციელდება QR კოდის დასკანერების მეშვეობით, სადაც პაციენტს ეძლევა საშუალება, ანონიმურად/კონფიდენციალურობის დაცვით დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული მომსახურების შესახებ. კითხვარი მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურულ კითხვებს და მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას იძლევა პაციენტის კმაყოფილების შესახებ.

ყველა კლინიკაში, რომელშიც აღნიშნული პროექტი დაინერგა, იქმნება ე.წ. პაციენტთა საბჭოები, რომელთაც ჰყავთ მოდერატორი. საბჭოს წევრები რეგულარულად (თვეში ერთხელ) შეიკრიბებიან, რათა განიხილონ პაციენტთა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია და იმსჯელონ გამოკვეთილი გამოწვევების გადაჭრის გზების შესახებ.

მოდერატორი, რომელიც წარმართავს (პაციენტთა საბჭოების) შეხვედრებს, ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს კლინიკას, რათა აღსრულდეს სტანდარტის მიზანი – გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი კლინიკებში პაციენტთა მოსაზრების გათვალისწინების მეშვეობით.

  აღნიშნული კვლევის სტანდარტი უკვე წარმატებით დაინერგა კლინიკებში: „პინეო“; „ვივამედი“; ბათუმის სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრში“, რომელშიც 5 კლინიკა შედის; ქუთაისის „ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში“, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონში“. კვლევა ასევე დაინერგება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით.  

 აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევის კითხვარი კანადაში დაინერგა შარშან და სავალდებულოა კანადის ყველა კლინიკისთვის. საქართველო კი არის პირველი ქვეყანა კანადის შემდეგ, სადაც ეს სტანდარტი წარმატებით ინერგება და ხორციელდება.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოში აღნიშნული კვლევის სტანდარტი მორგებულია და ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან, რათა კვლევის მიზანი მაქსიმალური სიზუსტით იქნას მიღწეული.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება“ - გიორგი ფხაკაძე ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრს ეწვია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights