სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ, სამინისტროსთან შეუთანხმებლად, შეწყვიტა სერვისის მიწოდება.

შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები, დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“, 12 ივნისს, თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბენეფიციარებს, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, შეხვდნენ მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში, ბენეფიციარები, კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში, დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ მიმართულებებზე მუშაობს, როგორიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, ქალთა და ბავშვთა ხელშეწყობა და სხვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights