სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება საქართველოშიც უნდა შეეძლოთ

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება საქართველოშიც უნდა შეეძლოთ

“ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.

„აღნიშნული პროგრამით 90-მდე ბავშვმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი დადასტურებული აქვთ. ბავშვის მდგომარეობის შესწავლა სპეციალური ექსპერტების საბჭოს მიერ ხდება. საბჭოში უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები არიან და ჩვენ, მათგან ვიღებთ რჩევებს, თუ პროგრამაში მონაწილე 6 კლინიკიდან რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აჯობებს ბავშვის გაგზავნა. 4 კლინიკა თურქეთშია, ასევე კლინიკებია ესპანეთში და ისრაელში. აქ ოჯახის არჩევანიც მნიშვნელოვანია, თუმცა ექიმები სამედიცინო დაწესებულებას სპეციალიზაციის მიხედვით გვირჩევენ.

ფინანსდება სერვისი, მკურნალობა.როდესაც, ბავშვი ჩადის უცხოეთის რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, ის მისთვის საჭირო მკურნალობას იღებს. თუ არის დამატებითი მკურნალობა საჭირო, ამისთვის დამატებით სოლიდარობის ფონდის რესურსიც გამოინახება, დამატებით საჭიროებას ითვალისწინებს რეფერალური პროგრამაც. 90 % საჭიროებების, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

პროგრამა არის ის მექანიზმი, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს საუკეთესო შესაძლო ონკოლოგიური სერვისი მივაწოდოთ ჩვენს ბავშვებს, ამის პარალელურად პროგრამები საქართველოშიც გრძელდება.არის ქართული კლინიკები, რომლებიც კვლავაც აწვდიან ონკოლოგიურ სერვის, არიან ოჯახები, ვისაც შესაძლოა აქ ერჩივნოს დარჩენა.

ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში ონკოლოგიური კუთხით იგივე შესაძლებლობა შეიქნას. კლინიკებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მეთვალყურეობის გაგრძელებაა საჭირო, ეს საქართველოს პირობებში გრძელდება. გამოცდილების ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights