ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
მთავარიშენი ექიმი„საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი...

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე“

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე“, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა.

„2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე. დღეის მდგომარეობით:  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%.  მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, თითქმის სამჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, ხოლო 2023 წელი – 1 796 მლნ ლარი);  ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2023 წელს 41%-ამდე არის შემცირებული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). შედეგად:  2023 წლის ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-იდან 12%-ამდე შემცირდა. DRG რეფორმის დადებითი შედეგია ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დაწესდა თანაგახადის ზედა ზღვარი. საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის ზღვარი შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს, ხოლო 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის არაუმეტეს 1 000 ლარს, დანარჩენი მოსარგებლეებისთვის კი არ აღემატება 1 500 ლარს.

რეფორმამ ხელი შეუწყო სექტორში ხარჯების გაზომვადობას, გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას და შექმნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი. მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, 2023 წელს ამოქმედდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა, რამაც უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ასევე ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის ბალანსირებაზე. დღეისათვის რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი განსაზღვრულია 7100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე. ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ამოქმედდა საკანონმდებლო ჩარჩო მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმის გამოყენებისთვის. 2023 წელს მართული შესვლის შეთანხმების პრინციპებზე დაყრდნობით, სამინისტრომ შეისყიდა 21 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი კომპანია როშისა და ნოვარტისისგან, ხოლო 1 მედიკამენტი აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის − კომპანია ბიომარინისგან. წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 2024 წლიდან მოიხსნა თანაგადახდა და წლიური ლიმიტი. გაფართოვდა ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები. შედეგად, საანგარიშო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 365 ათასამდე პირი. ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება:  2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს (დაზღვევისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად) შეუძლია, მიიღოს ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად − ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ყოველწლიურად ონკოლოგიური სერვისის მიმღებია 20-23 ათასამდე პაციენტი;  ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის, ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1 აგვისტოდან დღემდე განხორციელდა 0-18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა. ჯამურმა ხარჯმა შეადინა 4 670 ათასი ლარი;  დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობაა სოლიდარობის ფონდის შემოწირულობები. საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0-22 წლამდე 54-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა, ჯამურმა ხარჯმა შეადგინა 693 380 ლარი.

  ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო სკოლებში - ეს არის საინტერესო დრო აკადემიურ მედიცინაში

2023 წლის დეკემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება − მშობიარობა − 500 ლარიდან და საკეისრო კვეთა − 800 ლარიდან 1 222 ლარამდე. ამასთან, მოიხსნა პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო მშობიარობის შემდგომი ვიზიტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. პროგრამას ასევე დაემატა გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი. პროგრამის წარმატების მაჩვენებელია ანტენატალური ვიზიტებით მაღალი მოცვა (95%), ისევე, როგორც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობების მაღალი − 100%- იანი წილი. პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) დონეზე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის ზაფხულიდან განხორციელდა პჯდ დაწესებულებების შეფასება და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩევა ხორციელდება ისეთი კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაცია და მონაწილეობა უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში, ასევე იმუნიზაციის, C ჰეპატიტზე სკრინინგისა და სხვა პრევენციულ პროგრამებში. ამ კრიტერიუმების მიხედვით, 2024 წლის მარტიდან, პროგრამის ფარგლებში, სერვისების მიწოდებას აგრძელებენ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ყველაზე ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებს აწვდიან. ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციის ახალი სახელმძღვანელოს შესაბამისად, სამინისტრომ 2023 წლის ნოემბერში მიიღო საოჯახო მედიცინის პრაქტიკის თანამედროვე სტანდარტები, რომელთა დანერგვაზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით აქტიურად ხორციელდება. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას, ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობარეაბილიტაცია. 2022 წელს სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ, ტელემედიცინის დანერგვა. 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა აპარატურით და 2024 წლის აპრილისთვის 3100-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით. დაგეგმილია კიდევ 60 სოფლის ამბულატორიის აღჭურვა ტელემედიცინის თანამედროვე აპარატურით“, – აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.

  ცილა, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია - კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights
LIVE