სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“ -...

„მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“ – გაბუნია

„ჩვენთვის ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკა უპირატესია ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით. გასულ წელს იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი განხორციელებული.. ეს იყო ონკოლოგიური ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, 90-ამდე ბავშვმა მიიღო სერვისი უცხოეთში.

„ამ პროგრამაში 6 დაწესებულება მონაწილეობს სამ ქვეყანაში: თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში. ამ პროგრამის მართვაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის ქართველი ექიმები, ვინც უცხოეთში მოღვაწეობენ. ყველაფერი არის იმისთვის რომ ბავშვისთვის საჭიროება დროულად და სწორად შეფასდეს და ბავშვმა მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება. შედეგები არის დამაიმედებელი.

თუმცა ოჯახების ნაწილი მაინც ირჩევს საქართველოში მკურნალობას, რადგან ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას იგივე შესაძლებლობა, რაც უცხოეთში. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტზე გავიდეთ ონკოლოგიის მიმართულებით.

სტრატეგიულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია - შესაძლებელია აპვ-სთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების 90%-ზე მეტის თავიდან აცილება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights