სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„პანდემიის დროს სოციალური დისტანცირებისა და ნიღბების ტარების რეკომენდაციები მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა“-ენტონი...

„პანდემიის დროს სოციალური დისტანცირებისა და ნიღბების ტარების რეკომენდაციები მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა“-ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მას არ განუხილავს არანაირი მეცნიერული მტკიცებულებები, როდესაც გასცა რეკომენდაციები სოციალური დისტანციის დაცვისა და ბავშვებისთვის ნიღბების ტარების აუცილებლობაზე. ამის შესახებ Washington Examiner-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფაუჩიმ ეს განცხადება აშშ-ში, კონგრესში გამართულ მოსმენაზე გააკეთა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში გაიმართა, თუმცა ახლა ფაუჩის ჩვენების სტენოგრამა გამოქვეყნდა.

როდესაც მოსმენაზე დაისვა კითხვა სოციალური დისტანცირების შესახებ, ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვერ იხსენებს რატომ გაიცა რეკომენდაცია სწორედ 6-ფუტიანი დისტანციის შესახებ.

„ეს ციფრი უბრალოდ გაჩნდა. არ მახსოვს, რომ გვემსჯელა 5 ფუტი უნდა იყოს, 6 თუ რამდენი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იმ დროს შესაბამისი კვლევის საჭირო სიზუსტით ჩატარება ძალიან რთული იქნებოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბავშვებისთვის ნიღბების გამოყენების რეკომენდაციის უკან არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ მდგარა.

ამასთან, ფაუჩიამ აღიარა, რომ პანდემიის დროს სავალდებულო ვაქცინაციამ ხელი შეუწყო იმას, რომ აშშ-ის მოსახლეობაში აცრების მიმართ ზოგადი ნდობა შემცირდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქალი, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორივეთი ორსულად არის — 50 მილიონში ერთი შემთხვევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights