სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმამაკაცების უნაყოფობის გლობალური ეპიდემია - სპერმის სიმცირე და ჰორმონალური დისბალანსი

მამაკაცების უნაყოფობის გლობალური ეპიდემია – სპერმის სიმცირე და ჰორმონალური დისბალანსი

მამაკაცების უნაყოფობის გლობალური ეპიდემია – სპერმის სიმცირე და ჰორმონალური დისბალანსი
რა არის რეპროდუქციული უნარის დაქვეითების მიზეზი? – უშვილო წყვილების რეალური პრობლემები

საუბრობს ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში „იმედის დღე“:

„ამ პრობლემას ექსპერტები გლობალურ პრობლემას უწოდებენ. ზოგადად, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება, სტატისტიკურად, ყოველ მე-20 მამაკაცთან აღინიშნება. თუმცა, ქვეყნების მიხედვით ეს სტატისტიკა განსხვავებულია. სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი ანუ სპერმატოგენეზის პროცესი ბოლო 40 წლის განმავლობაში 50%-თაა შემცირებული.

ეს ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მონაცემია. ხშირ შემთხვევაში, ჰორმონული დისბალანსი ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი და განმაპირობებელი რისკფაქტორია. ტესტოსტერონი მამაკაცის ჰორმონია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ანდროგენია. ის პასუხისმგებელია როგორც მამაკაცის ჯანმრთელობაზე, ასევე მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაზე. როდესაც ტესტოსტერონის დონე დაქვეითებულია, ეს მნიშვნელოვანწილად სპერმაში სპერმატოზოიდების ხარისხსა და განაყოფიერების უნარს ამცირებს. ასევე პრობლემაზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, მათ შორის, სიმსუქნე.

იმ მამაკაცებს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30-ს, 50%-ით მეტი ალბათობა აქვთ იმისა, რომ დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. იგივე შეიძლება ვთქვათ მოწევაზე. მწეველებსა და არამწეველებში ამ მაჩვენებლების შედარების საკმაოდ ვალიდური მონაცემებია. მწეველებთან 30%-ით მეტია იმის ალბათობა, რომ დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ერთ-ერთი რისკფაქტორია და ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს აქვეითებს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებს შესაძლოა, 30%-ით დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. 30 წლის ასაკის შემდეგ ტესტოსტერონის მაჩვენებელი 1-2%-ით ქვეითდება“

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნიკოტინზე დამოკიდებულება შემთხვევით არ იწყება - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights