სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპრემენსტრუალური აშლილობები ქალებში სუიციდის რისკს ზრდის

პრემენსტრუალური აშლილობები ქალებში სუიციდის რისკს ზრდის

მენსტრუალურ ციკლს ყოველთვის გარკვეული დისკომფორტი ახლავს თან, მაგრამ ქალების 5-8%-ში საქმე ბევრად სერიოზულადაა, რადგან მათ საშუალო სიმძიმის ან მწვავე სიმპტომებთან გამკლავება უწევთ. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მდგომარეობას.

მსგავსი პრემენსტრუალური აშლილობები მსოფლიოში მილიონობით ქალს აღენიშნება, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ამის გავლენა ღრმად შესწავლილი არაა. შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევისფარგლებში მეცნიერები სწორედ აღნიშნულ საკითხზე კონცენტრირდნენ და ეს პრობლემა სუიციდის გაორმაგებულ რისკთან დააკავშირეს.

ასევე, ასკვნიან, რომ პრემენსტრუალური აშლილობების გამო ქალები, ზოგადად, ნაადრევი სიკვდილის გაზრდილი რისკის წინაშე არ დგანან. ამის მიუხედავად, როდესაც საქმე ახალგაზრდების თვითმკვლელობას ეხება, ამ ინდივიდებში რისკი მატულობს მათთან შედარებით, ვისაც მწვავე სიმპტომები არ აქვს.

ქალებს მენსტრუაცია სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 480-ჯერ აქვთ, 23-28-დღიანი ინტერვალით. პრემენსტრუალური პერიოდი ციკლამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იწყება და მისი ხანგრძლივობის მეოთხედზე ვრცელდება, რაც პრემენსტრუალური სიმპტომების განსაცდელად საკმაოდ დიდი დროა.

ყველაზე მწვავედ ეს პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობისას გამოიხატება, რომელსაც მძიმე დეპრესია, შფოთვა, ბრაზი და ხასიათის მკვეთრი ცვლილება ახასიათებს. მსგავს მდგომარეობასა და სუიციდურ ქცევას შორის კავშირი აქამდეც იყო შესწავლილი, მაგრამ სპეციალისტებს მეტის გაგება სურდათ.

მათ 2001 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე სიკვდილიანობა და ამის მიზეზები გაანალიზეს 67 748 ქალში, რომლებსაც პრემენსტრუალური აშლილობის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. ასევე, თითოეულის მონაცემები შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ, ამ პრობლემის არმქონე, 5 ქალისას შეადარეს. პირველ ჯგუფში სიკვდილის 367 შემთხვევა დაფიქსირდა (ყოველ 10 000-ზე 8.4), მეორეში კი 1 958 (ყოველ 10 000-ზე 9.1).

სწორედ აქედან დაასკვნეს, რომ პრემენსტრუალური აშლილობების მქონე ინდივიდებში ბუნებრივი სიკვდილის რისკი გაზრდილი არ იყო, მაგრამ არაბუნებრივისა მატულობდა, განსაკუთრებით სუიციდის შემთხვევაში. კერძოდ, მათში თვითმკვლელობის მაჩვენებელი ყოველ 10 000 ადამიანზე 2.3 იყო, ხოლო მეორე ჯგუფში — 1.06.

საინტერესოა, რომ პრემენსტრუალური აშლილობით მცხოვრებ ქალებში გულსისხლძარღვთა პრობლემებით გამოწვეული სიკვდილიანობის მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა. შესაძლოა, ამის მიზეზი მათი მდგომარეობის გამო ექიმთან ხშირი კონსულტაცია ან სპეციფიკური ანტიდეპრესანტები იყოს, რომლებიც გულსისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს.

  ხალი კვლევა - ახალი mRNA ვაქცინა შესაძლოა პანკრეასის კიბოს დაბრუნებას ხელს უშლიდეს

ჯერჯერობით უცნობია, რა კონკრეტული კავშირი არსებობს ამ აშლილობებსა და სუიციდის რისკს შორის. ამის შესახებ მეტის გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო. რაც შეეხება ახალ ნაშრომს, ის გამოცემაში AMA Network Open გამოქვეყნდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights