სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროგაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მკურნალობის დასაფინანსებლად ყოველწლიურად 25 000 ლარი...

გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მკურნალობის დასაფინანსებლად ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა

დედაქალაქის მერია წელიწადში, დაახლოებით, 25 000 ლარს გამოყოფს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მერია სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორი სახის მედიკამენტს, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს.

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამა 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო. მოგვიანებით პროგრამას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა და დღემდე, მასში 250 მოქალაქე იყო ჩართული. მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს ორი სახის მედიკამენტის, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სრულად, 100%-ით დაფინანსებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო.

„ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტში წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, თავიდან პროგრამაში 15-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეები ჩავრთეთ, მოგვიანებით კი, მიდგომა შეიცვალა და დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებით დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და ამ დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და არსებული გამოწვევები“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights