სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგები და გამოწვევები“

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგები და გამოწვევები“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, მორიგი გასვლითი შეხვედრა წყალტუბოში გამართა.

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგები და გამოწვევები“ – ამ თემაზე გამართულ შეხვედრაში მოწვეული იყვნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების კლინიკების წარმომადგენლები.

შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ: პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე.

დისკუსია გაიმართა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, აღნიშნული მოდელის გაუმჯობესებისათვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. ასევე მოუსმინეს კლინიკების პასუხისმგებელ პირებს.

„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიურ კომუნიკაციას სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა ერთობლივად დავსახოთ პრობლემების გადაჭრის გზები და ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights