პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმიჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 162-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 162-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 162-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო აქცია მიმდინარე წლის 25 მაისს ჩატარდება.

აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ვგეგმავთ 2026 წლის იანვრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაში“ - ნინო ნიჟარაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights